"ჰათაისპორის" ნახევრმცველმა საბა ლობჟანიძემ ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა საგოლე გადაცემა.
თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში "ჰათაისპორი" გასვლაზე 1:4 დამარცხდა "გაზიანტებთან" და ამ მატჩში 27-ე წუთზე ანგარიში აიუბ ელ კააბიმ ლობჟანიძის პასით გახსნა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ოთხი გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ლობჟანიძემ მიმდინარე ჩემპიონატზე ყველა შეხვედრაში მიიღო მომაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დღეს მე-60 წუთზე შეცვალეს.
"ჰათაისპორი" 20 ქულით მე-17 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 5 თებერვალს "ქასიმფაშას" უმასპინძლებს.