დღის ფოტო! მამარდაშვილი და კარლო ანჩელოტი

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგაში "ვალენსია" მადრიდის "რეალს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

მიუხედავად წაგებისა, მამარდაშვილი მშვენივრად გამოიყურებოდა, რაზეც ქართველი მეკარის 5 სეივიც მეტყველებს.

მატჩის დასრულების შემდეგ ფოტო გავრცელდა, სადაც "მამარდა" და "ბლანკოსის" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ფიგურირებენ.

"ვალენსია" 20 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 5 თებერვალს, "ჟირონასთან" გამართავს.

"რეალი" 45 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 5 თებერვალს კი "მალიორკას" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოთხოვნებში ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგვდის. ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. მეკარისთვის ბავშვის ასაკშია. სულაც არ გამიკვირდება "რეალმა" თვალი რომ დაადგას!
რაც შეეხება გოლებს?! კი ნამდვილად იყო შანსი მოგერიების ორივე ბურთზე, მაგრამ ამისათვის მამარდას გამოცდილება არ აყო. ასენსაოს დარტყმა ფანტასტიური იყო. რაღაც გიჟური ტრაექტორია გამოუვიდა. ვინისიუსის გოლზე ფეხით თამაშს თუ მოასწრებდა, მაგრამ ამის დახვეწაც სჭირდება მამარდას. და კიდევ, როდესაც მცველებს ბურთზე ბრძოლის შანსი აქვთ იქ მეკარე არ უნდა ჩაერიოს! ეს დაუწერელი კანონია.
არაა მთლად ისე უსაშველოდ საქმე როგორც ზოგიერთი წარმოაჩენს. მამარდას ყველაფერი წინა აქვს. მთავარია თავდაუზოგავი შრომა და ყველაფერი მოვა.
ვალენსიას ძალიან გაუჭირდება ლა ლუგაში დარჩენა, მგრამ ვგონებ გაართმევს თავს. "იგროკების" უფრო მეტი მობილიზება, კონცენტრაციაა საჭირო. მოედანზე "მძინარებივით" არიან. ბრძოლის ჟინი და სურვილი აქვთ დაკარგული.
წარმატებები მამარდაშვილს, საქართველოს ნაკრებს და ვალენსიას.
P.S. გაისკა მენდიეტას დროს რა გუნდი იყო!!!
G.A.L.
11:59 04-02-2023
0
ანჩელოტი ნასიამოვნები მამასავით უყურებს, ქორწილში შვილი რო კარგად იცეკვებს, (მანამდე ცეკვაზე კაიხანი დაყავს).
თუმცა ორივე ბურთზე უკეთესად შეეძლო თამაში.
მ.m
11:45 04-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული