"კვარაცხელია თავჩაქინდრული და ფერმკრთალია და ექიმთან წავიყვან" - ფედელეს ირონია თუ უკბილო ხუმრობა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით იტალიაში ყველა აღფრთოვანებულია, რომელმაც სადებიუტო სეზონში სერია A-ს 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, საფეხბურთო აგენტი და "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე ქართველის მიმართ რატომღაც კვლავ კრიტიკულადაა განწყობილი. მან ტელეკომპანია Tele A-ს ეთერში ისაუბრა:

"იტალიურ კლუბებს ტოპ-ფეხბურთელების მზა სახით შეძენა არ შეუძლიათ. ვიქტორ ოსიმენი, მაგალითად, ვარსკვლავი იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე წელიწადში გახდა. როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა, ვარსკვლავურ მოთამაშედ არ ითვლებოდა.

"ნაპოლის" მარცხენა თავდამსხმელზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მუდამ
თავჩაქინდრული რატომაა? მე ვხედავ, რომ ის ზედმეტად ფერმკრთალია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ექიმთან წავიყვან, რათა მან გასინჯოს".

AreaNapoli-მ აღნიშნა, რომ ფედელე ცოტა არ იყოს ირონიული იყო. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია სერიოზული, კარგი, თავშეკავებული ადამიანია და ფეთქებადი ხასიათი არ აქვს.

ფედელეს ნათქვამს calcionapoli24-იც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მან იხუმრა, რადგან ფეხბურთელის დგომის მანერა და მიმიკა არ მოსწონს.

altცნობილი მოქანდაკე კვარაცხელიას ეწვია და მისი სტატუეტი აჩუქა

altკვარაცხელია-შომუროდოვის კიდევ ერთი დაპირისპირება - "ნაპოლი" ლიდერობის განმტკიცებისთვის!..

alt"საჩუქარი აუცილებლად იქნება" - რას დაჰპირდა დე ლაურენტისი "ნაპოლის" ფეხბურთელებს

alt1 მილიონზე მეტი მოწონება საკუთარ გვერდზე - "კვარას" "იუვენტუსთან" ფოტოები 7-ნიშნულიან მაჩვენებელს გადასცდა

alt"ხვიჩა, პირველი ხარ" - ემოციური ვიდეო ნეაპოლიდან [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 30 /
ექიმს აქამდეც ეყოლება განასინჯი, დამშვიდდეს ეგ ტიპი. ყველა ლოყაწითელა ვერ იქნება. რა მნიშვნელობა აქვს რა ფერისაა, მთავარია, რომ მისი ფასი ამ ეტაპზე სერია ა ში არ გყავთ!
!!
04 თებერვალი 2023 13:13
3
შავყითელა იტალიელები როის მერე ღაჟღაჟებენ.
გრიშა
04 თებერვალი 2023 15:54
1
ჰოო რავიცი, კვარას ჰეითერებს ვებრძვი:)))
!!
04 თებერვალი 2023 15:19
0
ყველა გამოხმაურება
ჰე ამას შეუვარდით და აგინეთ ახლა სპალეტის და და ნაპოლის გვერდს, რომ შდესროდით რაღაც უსზრობების გამო. ეს ავყია ყვრლაფრის ღირსია.
გფფ
04 თებერვალი 2023 13:01
5
გამოდის, რომ ხვიჩას მთავარი ნაკლი ის ყოფილა, რომ ერთი - მავრი არ არის და მეორე - თავჩაქინდრული არიგებს იმაზე მეტ საგოლე გადაცემას, ვინემ დანარჩენი თავაღერებული იტალიელი თუ ლეგიონერი ვარსკვლავები... ჰოდა, რაღას ვერჩით ამ კაცს, მაგაზე მეტი ჰეითერი გვაშოროს გამჩენმა ჩვენც და ჩვენს ოქრო ბიჭსაც...
ვოოტ
04 თებერვალი 2023 12:52
0
კვარა თავდაბალი ადამიანია და იბრიქება მოედანზე, ეს უკვირს ეტყობა ამ ფედელს! ბუნებით კვარა ლიდერია თუმცა ამას არ გამოხატავს ქცევით, ოსიმენიც რომელიც ლიდერია და პასს რომ არ აძლევენ თითქმის ყველას ეჩხუბება კვარას გარდა, ეს ნიშნავს რომ ნაპოლის ლიდერმა კარგად იცის რომ კვარა მისი მთავარი მეპასე და იმედია!
zaza
04 თებერვალი 2023 11:31
3
ჩვეულებრივი ჰეიტერია. ნუ აქცევთ ყურადღებას. პირიქით, ეს იმის კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ კვარა მართლაც უმაგრესია რადგან ჩვეულებრივ, უბრალოდ კარგ და არა უმაგრესებს
ჰეიტერები არ ყავთ.
ჰეიტერი როგორც წესი ერთი კომპლექსიანი, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ტიპია. ხოდა ნუ იშლით ნერვებს, ეგ ტიპი არც ჩვენი და არც კვარას პრობლემა არ არის, საკუთარი თავის პრობლემაა.
არტ
04 თებერვალი 2023 11:25
2
ექიმთან შენი ცოლი წაიყვანე ფედელე და გაარკვიე, შენს არყოფნაში მუცელი რა მიზეზით გაებერა
მემატიანე
04 თებერვალი 2023 10:22
4
იტალიელებს ეძახიან ევროპელ სომხებს, ამით ყველაფერია ნათქვამი
დავითი
04 თებერვალი 2023 10:07
7
მე ბერძნებზე გამიგია...
დდდ
04 თებერვალი 2023 15:59
0
მა პოლონელები?!
Сначала подумай, потом говорит -ო ასე თქვა ბუბას გმირმა ,,მიმინოში", გაიგეეე? ))
ბს
04 თებერვალი 2023 13:04
2
ექიმი ტრიპაჩობას ვერ უშველის. ეგ მშობლებს უნდა გაეზარდათ ნორმალური თავის დროზე. ახლა ექიმი უძლურია
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04 თებერვალი 2023 09:52
75
დაგილინკავ ამ ტიპის ინსტაგრამს და მისწერე, თავჩაქინდრული კი არა ტრპიაჩია და მარტო გუბერნიის წარმომადგენელმა ვიცითქო :დ
შიგნით საკუთარი კომპლექსები და უბადრუკობა რომ გჭამს, ყველგან კი არ უნდა გამოამჟღავნო. გაჭირვება აბოროტებს ხალხს მაგრამ ასე?
რით დაგეხმაროთ რომ ასეთი აღარ იყო?
!!
04 თებერვალი 2023 13:25
2
შე დაბადებიდან კვერცხო
ზ. ვ.
04 თებერვალი 2023 11:00
0
ყველა გამოხმაურება
კვარა
თავმდაბლობა მაგათთვის უცხო ხილია,
შენ ისევ მასეთი დარჩი, როგორიც ხარ
მაგაშია შენი სიძლიერე!
თენგო
04 თებერვალი 2023 08:18
2
იტალიელი პირს მორგანი გამოჩნდა
spici
04 თებერვალი 2023 07:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული