diariogol: კვარაცხელიამ ანჩელოტი იმდენად მოხიბლა, რომ პერესს მისი შეძენა სთხოვა

AutoSharing Option
diariogol-ის ცნობით, "რეალის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით დაინტერესდა:

"რეალისთვის" რთულია ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი სურვილის დაკმაყოფილება
იტალიური პრესა ირწმუნება, რომ "ნაპოლი" ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს

"მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი წინაა, ბევრი კლუბი უკვე ზაფხულის სატრანსფერო გეგმებსა და მომავალი სეზონისთვის გუნდების დაკომპლექტებაზე ფიქრობს. გასაკვირი არაა, რომ ამ მხრივ გამონაკლისი "რეალიც" არ არის.

კილიან მბაპეს დ ერლინ ჰოლანის გადაბირება მიუღწევლად მოჩანს, "სამეფო კლუბმა" სხვა ამოცანები დაისახა მიზნად და კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი სურვილი შეტევის იმ
ფეხბურთელით გაძლიერებაა, რომელმაც ამ სეზონში შესანიშნავი თამაშით აღგვაფრთოვანა - ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი ფეხბურთელის ამბავი სრულიად წარმოუდგენელია. გასული წლის ივლისში ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის საერთოდ უცნობი თავდამსხმელი "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოსგან" დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ქომაგებმა უცბად შენიშნეს, რომ მათ ხელში დაუმუშავებელი ალმასი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ კვარაცხელია რამდენიმე თვეში "ნაპოლის" უპირობო ლიდერი გახდა და ქართველის გუნდში მისვლამ ნაყოფი გამოიღო: "ნაპოლი" სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია და ახლოსაა იმასთან, რომ 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ სკუდეტო მოიპოვოს.

მისი პროგრესი ისეთივე სწრაფია, როგორც სატრანსფერო ღირებულება. Transfermarkt-ის მიხედვით, ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის ფასი ამ პერიოდში უკვე 60 მილიონს შეადგენს. გასაკვირი არაა, რომ მან ბევრი დიდი კლუბის ხელმძღვანელების ინტერესი გამოიწვია და ანჩელოტი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ტალანტმა მოხიბლა.
"ნაპოლი" ამ მომენტში მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

კვარაცხელიამ ანჩელოტი იმდენად მოხიბლა, რომ "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ტრანსფერის განხორციელება სთხოვა - თუ მომავალ სეზონში მის გუნდში მუშაობას გააგრძელებს. ეს ადვილი არ იქნება, რამეთუ ბოლო კვირებში ქართველით ასევე სხვა დიდი კლუბებიც დაინტერესდნენ.

ისე ჩანს, როგორც "ბლანკოსისთვის", ასევე სხვა კლუბებისთვის, რომლებიც "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის კარს მიუკაკუნებენ, მიზნის მიღწევა მთლად ასე ადვილი არ იქნება. "ტუტოსპორტის" მტკიცებით, ნეაპოლელები თავიანთ ვარსკვლავთან ჩამოყვანიდან სულ რაღაც  ერთი წლის შემდეგ განშორებას არ აპირებენ და ზაფხულში მოლაპარაკებაზე უარს განაცხადებენ.

თუმცა გადამწყვეტი შეიძლება თავად კვარაცხელიას სურვილი აღმოჩნდეს, რომელსაც თუ "რეალის",  "ბარსელონას" ან სხვა კლუბების შეთავაზებები აცდუნებენ, არაა გამორიცხული, ტრანსფერი თავად მოითხოვოს. კვარაცხელია არასოდეს არ მალავდა "რეალის" მიმართ ინტერესს და აღფრთოვანებას ხშირად გამოხატავდა. ბოლოს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერე თქვა, რომ ბავშვობაში "რეალის" გულშემატკივარი იყო. ეს ფლორენტინო პერესმა და კლუბის ხელმძღვანელებმა იციან და შეიძლება სათავისოდ გამოიყენონ, რათა საბოლოოდ "სამეფო გუნდის" თეთრი მაისური ჩააცვან".

მკითხველის კომენტარები / 21 /
"ფეოლა" ხომ გახსოვთ?-კედელზე გაკრულ ფეხბურთის ვარსკვლავების სურათს,რომ შეხედავს და წამოიძახებს-"რა ხალხში მაქვს საქმე"?!დღეს ჩვენ ვარსკვლავბიჭუნას ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შეუძლია იგივე სიტყვები გაიმეოროს.მაგარი ხარ ხვიჩა და არა მარტო იმიტომ რომ დიდებულ ფეხბურთს თამაშობ,შენ შენი კარგი ფეხბურთელობით და უფრო კარგი ადამიანური თვისებებით დაკარგულ-დავიწყებული სიხარული დაგვიბრუნე.მთელი ქვეყანა შენს მოედანზე გამოსვლას ელოდება და ბედნიერია რომ ასეთი საამაყო შვილი ჰყავს. ღმერთმა დაგლოცოს და დაგიფაროს!
ენძო
01:30 09-02-2023
1
რეალი მწვერვალია და დაფიქრებით არავინ ფიქრობს თითქმის, ზოგიერთ გამონაკლისის გარდა. ეს შემთხვევა კი ის ზოგი გამონაკლისია სადაც დიდი დაფიქრებაა საჭირო. ხვიჩა ნაპოლის სული და გულია, ნაპოლიც თითქმის უკვე ჩემპიონია, ლიგაზე მე პირადად სიურპრიზს მოველი ნაპოლისგან. იატლიაში მთელი ნაპოლი ხვიჩაზე აბოდებს, რაც მადრიდში ვერ მოხდება ასეთი დოზით. ყველამ ვიცით ხვიჩას ოცნებაა და ჩვენც ვოცნებობთ რეალზე. ჩვენე კი გვჯერა ხვიჩასი, რომ გაქაჩავს. მარა ჩემი აზრით გასათვალისწინებელი იქნება ნაპოლი მომდევნო სეზონისთვის რა შემადგენლობით დარჩება. იქნებ კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ხვიჩა ისე რომ მერე რეალში გადასვლაში ხელი არ შეეშალოს. ასე აწყობილი კარიერის და აწყობილი გუნდის მიტოვება ამ მომენტში არწორი მგონია. ამ მომენტისათვის რეალი კი არა 2-3 გუნდი არ იქნება ასეთ ფეხბურთს თამაშობდეს, რასაც ნაპოლი თამაშობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხვიჩას კარიერისათვის და განვითარებისთვის. მოკლედ რეალის პერსპექტივაც უნდა შენარჩუნდს და ნაპოლში კიდევ ერთი სეზონი უნდა განიმტკიცოს ავტორიტეტიც, რწმენაც და კლასიც. აგერ ლევანდოვსკი თითქმის კარიერის ბოლოს წავიდა ესპანეთში გერმანიიდან. ხვიჩას კი მთელი კარიერა წინა აქვს და არ უნდა აჩქარდეს ჩემი აზრით.
G.LA
22:06 08-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული