"კვარაცხელია და ოსიმენი ევროპაში საუკეთესო დუეტს ქმნიან" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

იმპროტა "პარტენოპეის" აღზრდილია. იგი ნეაპოლური კლუბის ღირსებას 1967/1973, 1979/1980 წლებში იცავდა. იტალიელის თქმით, ქართველი და ნიგერიელი ევროპაში საუკეთესო დუეტს ქმნიან.

"ვფიქრობ, დღესდღეობით ევროპაში საუკეთესო შემტევი დუეტი გვყავს. ჩემი აზრით, კვარაცხელია და ოსიმენი შესანიშნავები არიან და რაც მთავარია, მათ მომატება კიდევ შეუძლიათ. ასაკი, ფიზიკა, სიძლიერე, გუნდურობა - "კვარას" და "ოსის" ყველაფერი აქვთ, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მათი ცქერით დავტკბეთ.

"აინტრახტი" ძლიერი მეტოქე იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ნაპოლი" ამ
ბარიერს დაძლევს და წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზეც მიაღწევს" განაცხადა იმპროტამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ჯამში 22 მატჩი გამართა. ქართველმა თავი 10 გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, ნიგერიელმა 21 შეხვედრაში 17 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

altკასანო: ხვიჩამ ინსინიე ყველას დაავიწყა

altბონეკი: "ნაპოლი" "რეალზე" უკეთ თამაშობს - რატომ არ უნდა სცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

alt"თუ კვარაცხელია მოედანზეა, მეტოქე გუნდის მცველები შავ დღეში არიან" - ცნობილი გამოცემა ხვიჩაზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული