დაიშლება თუ არა ოსიმენისა და კვარაცხელიას ტანდემი? - "ჩელსი" ტრანსფერში ლუკაკუს ჩართვას გეგმავს

AutoSharing Option
90min-ი იტყობინება, რომ "ჩელსიმ" გადაწყვიტა, რადაც უნდა დაუჯდეს, ზაფხულში "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჩაიგდოს ხელში.

გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბი ნიგერიელში 150 მილიონ ევროს მოითხოვს, "ჩელსის" ახალი მფლობელი ტოდ ბოელი ამ თანხის გადახდას არ დათანხმდება და ფასის დასაწევად ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელს ჩართავს.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "ინტერში" განათხოვრებული ფორვარდი რომელუ ლუკაკუა, რომელიც საშინელ ფორმაშია და "ჩელსის" მისი დაბრუნება არ სურს. მოკლედ, უცნობია, რას გადაწყვეტს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ეყოლება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას შეტევაში ოსიმენის ნაცვლად სხვა პარტნიორი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩელსი არ გადაიხდის 150 მილიონს და არსენალი და მანჩესტერი გადაიხდიან და მერე ყლაპონ ჟანგმადი ჩელსიში DD
zura222
10 თებერვალი 2023 20:46
0
კვარა-ლუკაკუ არანაკლები იქნება ოსიზე
ირაკლი
10 თებერვალი 2023 09:59
18
ასე კარგი გუნდია ნაპოლი და მისი სტადიონი ბოლომდე არ ივსება,55 ათასიანი არენაზე საშუალო დასწრებაა 42 ათასი,საკვირველია!
გაბო
10 თებერვალი 2023 09:30
1
მერე ეგ საშუალოა ჩემპიონატის დაწყებიდან დათვლილი, როცა მონცასთან და სპეციასთან თამაშზე ბევრი არ მოდიოდა, ბოლო რამდენიმე ტური ყველა ბილეთი იყიდება.. რაც უფრო რეალური გახდება სკუდეტოს მოგება, მით უფრო გაჭირდება ბილეთის შოვნა.
papai
10 თებერვალი 2023 14:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული