დღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა

AutoSharing Option
დღეს, 12 თებერვალს, 2 ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა.

ხვიჩას თავს არსებული "სიგიჟე" ყველამ კარგად იცის, ქართველი შემტევი "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერია, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კი კომბინირებულად 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს. აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეი" იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩს დღეს, 23:45 საათზე "კრემონენზესთან" გამართავს.

რაც შეეხება თორნიკეს, ყველა ქართველმა გულშემატკივარმა იცის მისი შესაძლებლობა და მნიშვნელობა ეროვნული ნაკრებისთვის, ოქრი ამ მომენტისთვის უგუნდოდაა, განიხილება ეროვნულ ლიგაში "გაგრაში" დაბრუნება (აქ დაიწყო პროფესიონალური კარიერა), ფორმის
აკრეფა და კიდევ ერთი მცდელობა უცხოური თავგადასავლისთვის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ორივეს გილოცავთ მთელი სულით და გულით. გამარჯვებებს გისურვებთ, გაძლიერებას. ჯერ ჩვენი ოქრით დავიწყებ, როგორც უფროსი კაცით, გილოცავ ოქრი დაბადების დღეს, მახსოვს შენი ომები საქართველოს ნაკრების სახელით, შენი სრული თავდადება საქართველოს სახელით ასპარეზობისას, როგორ დებდი ყველა თამაშში მთელს სულსა და გულს! ბევრი ძალიან ლამაზი შესრულებაც მახსოვს! ყველაფრისათვის დიდი მადლობა! ჯერ ერთი 5 წელი კიდევ გაქვს შანსი მაგარი ფეხბურთი აჩვენო, აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ!
ხვიჩა ბიძიკო, შენ ჩვენი სიხარული ხარ, საქართველოს სიხარული, რომელმაც დაგვიბრუნე ქართული ფეხბურთი და ამავე დროს ეროვნული სიამაყე. ახლა ჩემთვის ფეხბურთი ხარ შენ პირადად! გაგიმარჯოს, დალოცილი ხარ ღვთისგან და ერისაგან. შენგან წელსვე ველოდები სკუდეტოს თან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც! მერწმუნე ეს ძალიან რეალურია! აბა შენ იცი ჩემო კვარაცხელიავ!
aburjga
12 თებერვალი 2023 19:48
0
ორივეს დიდი სიყვარულით გილოცავთ!ჯანმრთელობა და წარმატებები არ მოგშლოდეთ!
სოსო
12 თებერვალი 2023 19:10
0
გილოცავთ, ყველა ქართველს უყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ, ხვიჩა დაფრინავს და დიდ სიხარულს გვანიჭებს, იყო დრო ოქრი შენითაც ვტკბებოდით, ის მაკრატელა რად ღირს ბოლო წუთზე რომ გაიტანე, ტრავმებმა შეგიშალა ხელი, იქნებ შენც დააკელი რაღაც თორემ კვარასავით იბრწყინებდი, კიდევ არის დრო. მთავარია მონდომება, ის მონდომება და მიზანდასახულობა რაც ხვიჩას აქვს
პატრიოტი
12 თებერვალი 2023 12:56
0
Დღეს კვარას ჰეთრიკი
გილოცავთ ლომებო
Tete1234
12 თებერვალი 2023 12:32
0
კვარა და ოქრი, გილოცავთ დაბადების დღეს, ხანგრძლივი ყოფილიყოს თქვენთვის როგორც სპორტული, ისე ფიზიკური სიცოცხლე. გახსოვდეთ ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებულები, რადგან შეგიძლიათ სამშობლო ასახელოთ.
ჟორა
12 თებერვალი 2023 11:31
1
გილოცავთ ბიჭებო!
გენო
12 თებერვალი 2023 10:28
0
გილოცავთ ბიჭებო!კვარა დღეს ისე უნდა ითამაშო რო თავის დაბადების დღე აწყევლინო ყველა შენ გარეულ თუ შინაურ მტერს!!
კვარაშოუ
12 თებერვალი 2023 08:35
0
ვულოცავ ჩვენს მარგალიტს და თორნიკეს! ღმერთმა დაგლოცოთ და წარმატებები მოგცეთ!
llcl
12 თებერვალი 2023 08:15
0
ოქრი კვარა გილოცავთ უფალს ვთხოვ რო ჯამრთელები იყოთ და ბევრჯელ ასახელოთ საქართველო.
დავით
12 თებერვალი 2023 03:24
0
ოქრის და ხვიჩას ჯანმრთელობას ვუსურვებ,მაგრამ ოქრის "მნიშვნელობა" როცა მოშორდა ნაკრები მაშინ უფრო გაიმართა.
მაგ ბიჭს აქვს ლიდერის უნარები და გასახდელის ლიდერიც არის,მაგრამ ბოლო დროს მარტო ხელების შლა და გუნდელების დასტრესვა პასს მე რატო არ მაძლევთო ეგ იყო.
ზარმაცია და გამოცდილმა ვაისმა ეგ კარგად შეამჩნია და დაუახლოვდა- ანუ მეთოდი გამოიყენა "ლიდერთან ვიმეგობრებ და დანარჩენა ის მოაგვარებს"
ასე რომ ოქრის დროინდელი ნაკრები ბალაგანი იყო,
ახლა ბიჭები დაფრინავენ და საბედნიეროდ არ არის საჭიროება 7-8 წლის წინანდელი გუნდის რეანიმაციის
Levani
12 თებერვალი 2023 02:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული