"ნაპოლი" ხვიჩას 3 წელი აკვირდებოდა - რას წერდა ჯუნტოლი თავის საიდუმლო დღიურში

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ლიდერად მალევე იქცა. მოგეხსენებათ, "პარტენოპეიმ" "კვარა" 2022 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოდან" შეიძინა. Areanapoli.it-ის ჟურნალისტი ალესანდრო სეპე საიდუმლო დეტალების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ქართველ მოთამაშეს 2019 წლიდან აკვირდებოდა და მისი თვისებების შესახებ საკუთარ დღიურში წერდა.

"ხვიჩა კვარაცხელია წლევანდელი "ნაპოლის" წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. მხოლოდ სერია A-ში მან 9 გოლის გატანა შეძლო. ნიჭიერ, ახალგაზრდა ფეხბურთელს წარმოუდგენელი სეზონი აქვს. "პარტენოპეიმ" "კვარა" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ბედის ირონიით, ამაში დიდი წვლილი რუსეთ-უკრაინის
ომმა შეიტანა.

2021 წელს "რუბინმა" მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვა. ამის გამო დიდმა გუნდებმა, მათ შორის, "იუვენტუსმა", მისი შეძენა დროებით გადადეს.

კრისტიანო ჯუნტოლი კვარაცხელიას 2019 წლიდან აკვირდებოდა, მისი სკაუტები ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს სწავლობდნენ და ამის შესახებ 51 წლის საფეხბურთო სელექციონერს უამბობდნენ. კრისტიანომ თავის დღიურში ხაზი რამდენიმე ფაქტს გაუსვა, კერძოდ, "კვარას" პიროვნულ თვისებებს: "მისი ცხოვრების სტილი მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება, ყოველდღე დიდი გულმოდგინებით ვარჯიშობს".

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც "კვარა" ბათუმის "დინამოს" შეუერთდა, ჯუნტოლი მიხვდა, რომ ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და მარტში ქართველის ტრანსფერი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეათანხმა" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altDaily Mail: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია - "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა

altხვიჩასა და ზურიკოს ყოფილმა თანაგუნდელმა ვარჯიშისას კლინიკური სიკვდილი გადაიტანა

altსპალეტი: კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს და სალაჰს მაგონებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაპოლი ხვიცას ბათუმსი გადასვლის მერე კი არ დაიქოქა ნათუმში გადასვლამდე იყო საქმე გაჩარხული და ბათუმსი გადასვლა უკვე კომერციული საქმე იყო P
zura222
22:31 14-02-2023
1
ზოგგან მარტო ჩემპიონატის სტატისტიკა წერია. ზოგგან ლიგაც არის დამატებული
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული