"კვარა" "იუვეს" ფანებმაც კი აღიარეს - რას წერენ "ბიანკონერის" ქომაგები სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ იტალიელი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშია.

"პარტენოპეისა" და "იუვენტუსის" ქომაგების დაპირისპირების შესახებ კი ყველას კარგად მოგეხსენებათ. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში "ბიანკონერის" გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკეს, მათ შორის იმის გამოც, რომ ზაფხულში ხვიჩას შეძენაზე უარი თქვეს და მის ნაცვლად პოლ პოგბა დაიმატეს.

"განსხვავება "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის? მათ ოსიმენი და "კვარა" დაიმატეს, ჩვენ კი "ყოფილი ფეხბურთელი" პოლ პოგბა".

"ამ წელს სკუდეტოს "ნაპოლი" იმსახურებს. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა".

"სირცხვილია, რომ ქულები დაგვაკლეს, ახლა "ინტერთან" ერთად მათი მთავარი კონკურენტები ვიქნებოდით, მაგრამ
"ნაპოლი" ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად სუპერგუნდია".

"კვარაცხელია "ნაპოლიმ" მხოლოდ 10 მილიონად იყიდა. რატომ ვთქვით უარი ქართველზე და ნახევრად ფეხბურთელი (პოლ პოგბა) დავიმატეთ". - წერენ "იუვენტუსის" ქომაგები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, სტუმრად "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლის" 30 ქულა უნდა დააკლონ - იტალიელი ჟურნალისტის სკანდალური ბრალდება "პარტენოპეის" მიმართ

altრა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას - Cadena SER-ი განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 8 /
30 წელია იუვეს ვგულშემატკივრობ მარა კიდე კაი არ იყიდეს, ესე ვერ იფრენდა როგორც ნაპოლიში, სწორ გუნდშია მოხვედრილი ამ ეტაპზე, 1-2 წლის მერე უკვე ნებისმიერ გრანს თავისუფლად გაქაჩავს , უკვე ქაჩავს მარა ჯობია გამოცდილება ნაპოლიში დააგროვოს
იუვენტინო
16:40 15-02-2023
1
ხვიჩა ამ წუთშივე ნებისმიერ გუნდში ბრწყინვალედ ითამაშებდა და წამყვანი ფეხბურთელიც იქნებოდა და გოლებსაც გაიტანდა,მისთვის არ არსებობს შეზღუდვა,ისევე როგორც არ არსებობს დაცვა რომელსაც გადაუვლის როცა მოინდომებს,იმიტომ რომ ტექნიკურად უმაღლესი დონეა,სულ ცოტაც და ყველა მოწინააღმდეგე გუნდის მცველებისთვის ნამდვილ რისხვად გადაიქცევა,ამას წელსვე ყველა ვიხილავთ,და ბოლოს ხვიჩას მივმართავ:ხვიჩა შვილო,შენ თამაშებს სულ ვუყურებ და ჩემთვის ვაანალიზებ,არა მგონია რამე მეშლებოდეს,შენი ყველაზე ძლიერი მხარეა მოულოდნელი და საწყისი წუთებიდანვე საჯარიმოში შევარდნა,რაც მოწინააღმდეგის დაბნეულობას იწვევს და მერე უკვე ვეღარ გამოდიან ამ მდგომარეობიდან მთელი თამაშის ბოლომდე,დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმეა რაც შენ უხვად გაქვს ნაბოძები მამაზეციერისგან,წარმატებები!!!
ზაზა
19:14 15-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული