"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენი "პარტენოპეის" დატოვებს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

"ჩემი აზრით, ვიქტორ ოსიმენი სეზონის ბოლოს "ნაპოლის" დატოვებს, რადგან ინგლისური კლუბები მას ხელფასის სახით წელიწადში 15-16 მილიონ ევროს შესთავაზებენ, სამაგიეროდ გუნდში კიდევ ერთი სეზონით ხვიჩა კვარაცხელია დარჩება" - განაცხადა კასანომ.

"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ
მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.

altსპალეტი: "სასუოლო" "კვარას" წყალობით დავამარცხეთ

alt"სერია A მათ არ იმსახურებს" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში

altკვარაცხელიას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქალბატონო სალომე (იტალიაში მომუშავე ბრწყინვალე ჟურნალისტი), ბატონებო, ხომ არ მოვიდა დრო ჩვენს ხვიჩას იტალიელებმა და ესპანელებმა "კვარა - დონა"-ს მაგივრად "დონ - კვარა" (ქართულად: ბატონო კვარა) დაუძახონ?
ვაჟა მასწავლებელი
16:12 18-02-2023
28
დონ კვარა რომ დაუძახო არც ასაკი უწყობს ხელს და გრძელი და რთულია კვარადონასთან შედარებით. ეგ ეგივე გამოვა კვარაცხელიას მაგივრად ცხელი კვარა რომ დავუძახოთ :))
გუჯი
17:55 18-02-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული