"სლოვანი" წაგებას გადაურჩა - ჩაკვეტაძე კანკავამ შეცვალა

AutoSharing Option
"სლოვაკეთის" ჩემპიონატის მე-20 ტურში "სლოვანმა" საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია ბანსკა ბისტრიცას "დუკლასთან" - 2:2.

პირველი ტაიმი სტუმრებმა მოულოდნელად 2:0 მოიგეს, მეორე ტაიმში მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ და 75-ე წუთზე ვლადიმერ ვაისმა პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი, 90-ეზე კი ანდრე გრინმა ანგარიში გაათანაბრა.

ბრატისლავურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გურამ კაშიამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად შესვენების შემდეგ მოედანზე ჯაბა კანკავა შევიდა.

"სლოვანი" 43 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ დაკ-ს ახლა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ქართველების გუნდი 25 თებერვალს გასვლაზე "ზლატე მორავცეს"
დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩაზე არანაკლები ტალანტის მქონე ბიჭი ბრატისლავაში თამაშობს. სამართალი არ არის ამ ქვეყნად? :დ ვინ იცის ტოპ ფეხბურთელების გვერდით როგორ გააოცოს მსოფლიო, როგორც კვარამ შეძლო ეს.
ლადო
21:39 18-02-2023
9
კარგია რომ სლოანში ჩაკვეს აქვს სათამაშო პრაქტიკა და აშკარად ჩანს გაცილებით უკეთესად გამოიყურება ვიდრე გენტში და ჰამბურგში გამოიყურებოდა,მაგრამ სეზონის ბოლოს უწევს ისევ გენტში დაბრუნება და არავინ იცის იქ დაბრუნების შემდეგ რა როგორ წავა ასე რომ უკვე დროა ჩაკვემ მეტი აიღოს თავის თავზე და დაიწყოს გოლების გატანა იგივე კონფერენც ლიგის მატჩებია წინ ნაკრების მატჩებია უნდა გაუჩნდეს მოტივაცია და ეს დრო უნდა გამოიყენოს რომ რომელიმე კარგი გუნდის რადარზე მოხვდეს და გადავიდეს შემდეგ სეზონში თორემ ჩემი სუბიექტური აზრით ამ სეზონის ბოლოს ისევ გენტში დაბრუნება ჩაკვეს კარიერაში დიდად არაფერს შეცვლის და არც გარანტია ექნება იმის რომ გენტშიც ისევე იქნება ძირითადში როგორც სლოანშია ახლა ასე რომ მოტივაცია უნდა გაუჩნდეს და გოლების გატანა უნდა დაიწყოს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული