"კვარა" და "ოსი" ამ ქალაქს "გააგიჟებენ" - ბავშვების მთავარი კუმირები [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტის ცქერა რომ ერთი სიამოვნებაა, კარგად მოგეხსენებათ. ქართველსა და ნიგერიელს შორის ურთიერთგაგება მაღალ დონეზეა. "ნაპოლის" საოცარი სეზონი აქვს, სკუდეტოსკენ დიდი ნაბიჯებით მიიწევს, აქაური გულშემატკივრების მთავარი კუმირები კი გუნდის 9 და 77 ნომრები არიან.

Sportall.Ge

იტალიური "ფეისბუქგვერდი" Non Provate a Fermarci ძალიან სახალისო და საყვარელ ფოტოს აქვეყნებს. ორი ბავშვი ცდილობს, ხვიჩასა და ვიქტორს დაემსგავსოს. ერთი სპეციალურ ნიღაბს მოირგებს, მეორე კი მაქსიმალურად მონდომებულია, "კვარადონა" იყოს.

აქაურებს არაერთი კუმირი ჰყავთ, მათ შორის მთავარი კი მარადონაა, თუმცა ის დამოკიდებულება და
აღმაფრენა, რაც კვარაცხელიას, ოსიმენისა და სხვათა მიმართაა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ იტალიის ჩემპიონობის მოპოვება ის იქნება, რაც ამ ემოციურ ქალაქს, მის გულშემატკივრებსა და მათ დღევანდელი მოთამაშეებისადმი დამოკიდებულებას განსაკუთრებულს გახდის და "გაგიჟებამდე" მიიყვანს.

altკვარაცხელია - "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" და დრიბლინგი, რომელიც საზღვრებს მიღმაა!..

altAs: კვარაცხელიას ფასი 150 მილიონს მიაღწევს და "ნაპოლი" "რეალს" არ მიჰყიდის

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაპოლის იმისთანა გადარეული გულშემატკივრები ჰყავს, სკუდეტოს რომ მოიგებენ, სტადიონს ნაწილებად დაშლიან და სახლებში სუვენირებად წაიღებენ. :)
გივი
14:48 20-02-2023
0
მაგარი ფოტოა. მანახა ესენი და ამათ მშობლები სეზონის ბოლოს რა დღეში იქნებიან. როგორ მახსოვს ჩვეც იმ დინამოს დროს ფეხბურთით ვცხოვრობდით კვირიდან კვირამდე. ახლა როგორც ხვიჩას ველოდებით, ოღონდ მაშინ აქ ხდებოდა და ქართულ დინამოზე გვეკეტებოდა.
G.LA
11:19 20-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული