დღეს ხვიჩა და "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდებიან - პლეი-ოფში ქართული გოლის მოლოდონში...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წილისყრა ჩატარდა, დიდი მოლოდინით ველოდით ამ დღეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პლეი-ოფში ითამაშებდა. იტალიური კლუბი პირველ მატჩში "აინტრახტს" ფრანკფურტში ესტუმრება - დღეს ღამით, თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს, 22 თებერვალს, 00:00 საათზე.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონატს ხომ დამაჯერებლად ლიდერობს და უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც შთამბეჭდავი იყო - 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი
დაიკავა. ნეაპოლელებმა პირველ ტურში "ლივერპულს" მართლაც "შავი დღე" აყარეს (4:1). ხვიჩა კვარაცხელიამ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ჯო გომესი არაერთხელ გააბითურა და ჯოვანი სიმეონე ბრწყინვალე საგოლე პასით მოამარაგა. ქართველმა ლეგიონერმა "რეინჯერსთან" პენალტი მოიპოვა, "აიაქსის" კარი დალაშქრა, რაც ჩვენებურმა 17 წლის შემდეგ (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიკი) მოახერხა. მანამდე ხვიჩამ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსაც გაატანინა. "კვარამ" ამსტერდამელებს მეორე შეხვედრაშიც (თერთმეტმეტრიანი) გაუტანა, მანამდე კი ჯაკომო რასპადორი მშვენიერი "ასისტით" "დაასაჩუქრა". სხვათა შორის, რასპადორი, რომელიც ახლა ტრავმირებულია, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანია - 4 გოლი, 2 საგოლე პასი. ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე, რომელიც ტრავმირებული იყო, "აიაქსთან" გატანილი ერთადერთი გოლია.

"აინტრახტმა" გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა, გზად კი "ბარსელონაც" ჩამოიტოვა. ბოლო დროს ევროტურნირებზე ეს გუნდი, ფაქტობრივად, არ აგებს, საკუთარ მოედანზე კი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ფრანგი რანდალ კოლო მუანი ბრწყინვალე ფორმაშია, ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ევროპული მედია მისი და ოსიმენის დუელზე საუბრობს, თუმცა ყველამ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გერმანელთა ავსტრიელ მწვრთნელს განსაკუთრებული ყურადღება ექნება. 

Sportall.Ge

ეს გუნდები ერთმანეთს დაახლოებით 30 წლის წინ (1994 წელი) ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდნენ და უპირატესობა გერმანელთა მხარესაა. "ნაპოლი" უკანასკნელ პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე სიმპათიებს ხშირად იმსახურებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში რაღაც აკლდებოდა. იტალიურ ფეხბურთში რომ კრიზისია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქაურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგა 2010 წლის შემდეგ არ მოუგიათ, როცა ეს ჟოზე მოურინიოს "ინტერმა" შეძლო. ამ მხრივ, რეკორდსმენი "მილანია", რომელიც ამ ჯილდოს 7-ჯერ დაეუფლა და მხოლოდ მადრიდის "რეალს" (14 ტიტული) ჩამორჩება.

იტალიურ კლუბებს წელს ეიმედებათ, რომ ევროტურნირებზე შორს გავლენ. ამის ერთ-ერთი მთავარი შანსი სწორედ "ნაპოლის" აქვს. ქართველი გულშემატკივრები "კვარადონას" მორიგ ბრწყინვალე მატჩსა და ქართველის მიერ პლეი-ოფის ეტაპზე გატანილ გოლს ელიან. შეხვედრას პორტუგალიელი არტურ სოარეს დიასი განსჯის, რომელიც მკაცრი, თუმცა საერთაშორისო დონეზე მაინც ნაკლებად სახელოვანი არბიტრია.

altკვარაცხელია და კოლო მუანი - გამორჩეულად შედეგიანების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

altახალი უნარები კვარაცხელიას თამაშში, გაკვირვებული ევროპა და "ნაპოლის" იშვიათი მაჩვენებელი

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა პრინციპულ შეხვედრებს ყოველთვის ყველაზე მაგრად ატარებს, ამიტომ ვფიქრობ ამ საღამოს აინტრახტის მცველებს "განკითხვის" დღეს მოუწყობს.
Charley
15:11 21-02-2023
0
აბა შენ იცი კვარა მაინის ფრანკფურტი რეინ შტადიონი გააგიჟე .
vova
13:35 21-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული