ლა ლიგის 22-ე ტურში „ვალენსია“ ახალი მწვრთნელის, რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით, გასვლაზე „ხეტაფესთან“ 0:1 დამარცხდა.
"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მთლიანობაში კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა მორიგი მარცხი იწვნია და სეგუნდაში დაქვეითება ემუქრება.
პირველ ტაიმში სტუმრები უკეთ თამაშობდნენ, თუმცა მათმა ნახევარმცველმა ლინომ სამი მომენტი ვერ გამოიყენა. 43-ე წუთზე კი მამარდაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, როდესაც მოკლე პერიოდში მუნირს, დუარტესა და მაიორალს არ დაანება გატანა.
შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, დუროს დარტყმული ბურთი მეკარე სორიამ მოიგერია, ხოლო მასპინძლებმა თავიანთი იშვიათი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მაიორალმა გამარჯვების გოლი გაიტანა. იმ ეპიზოდში ქართველმა გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა.
„ვალენსია“ 20 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და 26 თებერვალს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 10 112 მაყურებელი
ხეტაფე - ვალენსია 1:0
გოლი: მაიორალი (82)
რუსი კომენტატორი რომ რუსი კომენტატორია იმასაც კი არ უთქვამს ეგ.