"კვარაცხელია "აინტრახტთან" არ მომეწონა, მეტოქეები კონტრზომების მიღებას იწყებენ" - იტალიელი ტელეწამყვანი

AutoSharing Option
ეუჯენიო გიოცი, რომელიც უფრო თავისი ფსევდონიმით  - ჯინ ნიოკითაა ცნობილი, ახალგაზრდობაში "პარმაში" თამაშობდა, ახლა ტელეწამყვანი და კომიკოსია. მან "აინტრახტისა" და "ნაპოლის" მატჩზე Teleclub Italia-ზე გადაცემა Club Napoli All News-ში ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე გააკეთა კომენტარი:

"ფანტასტიკაა, როდესაც ისეთი გუნდი გყავს, როგორიც "ნაპოლია". ევროპაში ანგარიშგასაწევია. "აინტრახტი" ძლიერია, მაგრამ ფეხბურთელის გაძევებამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა სტუმრად მოგებისთვის და პირველი 20 წუთის შემდეგ ინიციატივის დაუფლების გამო ნეაპოლელები მხოლოდ შექებას იმსახურებენ.

გუშინ კვარაცხელია ძალიან არ მომეწონა. პენალტი საკმაოდ კარგად
დაარტყა. ის მწვერვალია და ამ ლიგაში ოცნების უფლებას გაძლევთ, მაგრამ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქეები თანდათან კონტრზომების მიღებას იწყებენ.

"ნაპოლი"ისე თამაშობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სხვისი არ უნდა შურდეს, რადგან ახალი ცნობიერება გააჩნია, როგორც ჩოგბურთელს, რომელიც გამარჯვებების მოპოვებას აგრძელებს. როგორც ჩანს, სპალეტიმ გუნდის საბრძოლო სულისკვეთება გამოაწრთო. ოსიმენი? გამოუკვლევი პლანეტაა. ყოველთვის რაღაც ახალს იგონებს. არსენალში მრავალი სიურპრიზი აქვს და გოლის გატანა ნებისმიერი ხერხით შეუძლია".

alt"ზახარიანი ცოტას მოუმატებს და კვარაცხელიას მსგავსად ითამაშებს" - ირწმუნება მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენელი

alt"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა

alt"შედევრი. აი, ესაა ქართული ფეხბურთის ტრადიციები - ღმერთო ჩემო, რა ლამაზია!" - ხვიჩამ რუსი კომენტატორი აღაფრთოვანა [VIDEO]

alt"აინტრახტის" მცველი: ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია და ეს სასწაული არ იქნება

altკვარაცხელიამ "ნაპოლიში" რეკორდი დაამყარა - მსგავსი რამ აქამდე "პარტენოპეის" არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია

alt"თუ ხვიჩას ფანი აღარ ჰყავს, მაშინ მე ცოცხალი აღარ ვარ" - "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი "ტვიტერზე" წერილს აქვეყნებს

alt"ვაღიარებ, მათი არ მჯეროდა" - იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლიზე"

altკვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

alt"როგორც ჩანს, ისიც ადამიანია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

alt"რა ღირს კვარაცხელია?" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი

alt"მომავალ სეზონში "რეალში" ვიხილავთ" - კარაგერი "კვარაზე"

მკითხველის კომენტარები / 14 /
შენ რომ არ მოგეწონა, ეგ არაფერს ნიშნავს. მუდმივად ორი ფეხბურთელი ეთამაშებოდა და შიგადაშიგ მესამე დამატებით დაზღვევაზე იყო, რაც დანარჩენ თანაგუნდელებს ზონებს უნთავსუფლებდა, რომლებიც ტერიტორიულ და რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ მეტოქის კართან, მერე საგოლე პასიც გააკეთა და ეს ყველაფერი (მეტს არ ჩამოვთვლი) კარგი თანაში არ არის?
კახა
07:46 23-02-2023
1
ხვიჩა ყველას უზომოდ გვიყვარს დარწმუნებული ვარ(ადეკვატურ ხალხს ვგულისხმობ), ვხედავთ თუ უკვე რა დონის და შესაძლებლობების ფეხბურთელთან გვაქვს საქმე, რომელსაც თვით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო შეუძლია გახდეს თუ ასეთი საოცრად სწრაფი პროგრესირება გააგრძელა. თამაშიდან თამაშამდე იხვეწება და უკეთესი ხდება, გიჩენს განცდას რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს საერთოდ. მისი ფეხბურთი უმაღლესი დონის მხატვრობაა! თუკი ამ ყოველივეს ვიაზრებთ შეგვიძლია მის სისუსტეებზეც გამოვთქვათ ჩვენი აზრი, არაფერია ამაში ცუდი. ხვიჩას ჩემი აზრით რეალურად ერთადერთი პატარა სისუსტე აქვს- დამაგვირგვინებელ მომენტებში უფრო მარტივად, ცივსისხლიანი თამაში უნდა ისწავლოს. ის მიჩვეულია და ბუნებით აქვს რომ ბურთით თავად უნდა შექმნას ან შეუქმნას სხვას რაღაც სასწაული,დახატოს,მოქარგოს,ამიტომ როცა სხვები უქმნიან ხოლმე იქ ცოტა იბნევა თითქოს და შეგვიძლია გავიხსენოთ ეს მომენტები ნაპოლიშიც და საქართველოს ნაკრებშიც. ზოგი ასევე მიუთითებდა რომ პრესინგში მოიკოჭლებს,თუმცა არაა ხვიჩა ოსიმენისეული მპრესავი,არაა ეს მისი ბუნება და საქმე,ამიტომ არც სისუსტედ მივიჩნევ. როგორც თავად უყვარს თავისუფლება სხვებისადმიც რაღაც მსგავს დამოკიდებულებას ავლენს. წარმატებები მას, ნაპოლის და რათქმაუნდა საქართველოს ნაკრებს!
ალექს
11:24 23-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული