"მოედანზე კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა" - "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი "კვარაზე"

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა კორადო ორიკომ 1 Football club-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. "ინტერის" ყოფილი თავკაცის თქმით, "კვარას" განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ "პარტენოპეის" დამრიგებელს მიუძღვის.

"სპალეტი წინასწარმეტყველია. იგი მაშინვე ცნობს ფეხბურთელის შესაძლებლობებს და ტაქტიკური თვალსაზრისით სწორად ავითარებს. შეხედეთ "კვარას", მან ასეთ დონეს სპალეტის დამსახურებით მიაღწია. ქართველს თავდაპირველად მოედანზე თანაგუნდელებთან კომუნიკაცია უჭირდა, თუმცა დღეს იდეალურად გამოიყურება. საკუთარი ფორმა ირვინ ლოსანომაც იპოვა" - განაცხადა ორიკომ.

შეგახსენებთ, ბოლოს იტალიელი 2013 წელს მესამე დივიზიონის ბინადარ "გავორანოში" მუშაობდა, სხვადასხვა დროს კი "სიენას",
"ინტერს", "ბრეშასა" და "უდინეზეს" წვრთნიდა.

alt"კვარაცხელია "აინტრახტთან" არ მომეწონა, მეტოქეები კონტრზომების მიღებას იწყებენ" - იტალიელი ტელეწამყვანი

alt"ზახარიანი ცოტას მოუმატებს და კვარაცხელიას მსგავსად ითამაშებს" - ირწმუნება მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენელი

alt"თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ" - ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა კალათბურთელებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
როდესაც ფეხბურთი არ გითამაშია და აზრზე არა ხარ გასახდელში რა ხდება შეეშვი რა სპალეტის ჭკუის დარიგებას.
ვა რა დონეა
21:46 23-02-2023
0
ვამბობდიდა კიდევ გავიმეორებ, ხვიჩა არის დაბმული გოლიათი, მას მეტი თავისუფლება ჭირდება, სპალეტის დამსახურება მხოლოდ ისაა რომ სათამაშო დროს აძლევს, ვერ ამჩნევთ რომ დააკომპლექსა ბიჭი, დრიბლინგზე ვეღარ მიდის, საგოლე სიტუაციაში პასს აკეთებს, ხვიჩა კი არ უნდა მოერგოს გუნდს, გუნდი უნდა მოერგოს ხვიჩას, მისი შეზღუდვა არ შეიძლება, მისი ყოველი მეორე, მესამე მოქმედება გოლით დასრულდება. იმედია სანიოლმა იცის ეს ყველაფრი და საქართველოს ნაკრებს ხვიჩაზე ააწყობს და ნახავთ საშუალო ევროპული შემადგენლობით ჩვენი ნაკრები რა შედეგებს დადებს. ნაპოლის წარმატება, ეს ხვიჩას ჭირდება და საქართველოს, დროა დააფასონ რა მარგალიტი ჩაიგდეს ხელში...
ელგუჯა
20:36 23-02-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული