"სლოვანის" ზედიზედ მესამე ფრე - ქართველების გუნდმა ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სლოვანი“ სტუმრად „ზლატე მორავცესთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

სტუმართა რიგებში 90-ე წუთამდე ითამაშა გურამ კაშიამ, ხოლო ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ - შეუცვლელად.

აღსანიშნავია, რომ ბრატისლავურმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ.

„სლოვანმა“ ლიდერობა დაკარგა, 44 ქულით მეორე ადგილზეა, დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და 4 მარტს სტუმრად „ზემპლინს“ დაუპირისპირდება.

ზლატე მორავცე. „ვიონი“. 3 013 მაყურებელი
ზლატე მორავცე - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ვაისი (25), 1:1 კრიჟანი (53, საკ. კარში)


მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაკვემ თუ გოლების გატანა არ დაიწყო,ვერც დაიბრუნებენ,ლიდერობას.ბოლო თამაშებს ვერ ვუყურებ,მაგრამ ეტყობა შეუჩერდა ფორმის გაუმჯობესება.სხვანაირად კომენტარებში მაინც დაწერდენენ,კარგი იყოვო.ნეტავი რაიმე ტრავმა არ ჰქონდეს,კიდევ. გაბედულად გიო!შენ თავს,შენ თვითონ უნდა მოერიო!
სოსო
11:49 26-02-2023
0
ბოლო თამაშები არ მიყურებია, მაგრამ ზოგადად გიოს ნაკლი ჟილკის ნაკლებობაა. მეტად უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე. უფრო ხშირად ურტყას კარში. ის თითქოს იდეალურ მომენტს ეძებს კარში დასარტყმელად ეგ კი სწორ არ არის- ზოგჯერ უნდა გარისკო კიდეც. ზოგჯერ ააცილებ, ზოგჯერ დაგიბლოკავენ მერე რა. მიმწოლი უნდა იყო. ასეთია ფეხბურთი. დანარჩენი ყველაფერ აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. სისწრაფე, ტექნიკა, დარტყმა, მინდვრის ხედვა. კვარაზე ნაკლები ტალანტი არ აქვს ჩემი აზრით, უფრო თავდაჯერებული, მიმწოლი და აქტიური უნდა იყოს.
არტ
12:31 26-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული