მიქაუტაძემ გაიტანა და ლიგა 2-ის ბომბარდირებში გალიდერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „ნიმი“.

ამ მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ის 90+1-ე წუთზე შეცვალეს.

„მეცი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და 4 მარტს სტუმრად „ანსის“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 27 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ ჟოღჟ! :) წარმატებები!
რატი
00:51 26-02-2023
0
ყოჩაღ გიორგი!!! გილოცავ!!!აბა ესე წარმატებებით საქართველოს ნაკრებშიც ბიჭებო!!!
გულშემატკივარი
00:15 26-02-2023
0

სიახლეები პოპულარული