სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "ემპოლის" დამარცხების (2:0) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდი შეაქო და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
სპალეტიმ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ნახევარდაცვის თამაში მოეწონა, ლობოტკა, ელმასი და შეტევაში ოსიმენი, რომელსაც გუნდის ლიდერი უწოდა, ქართველის შესახებ კი შემდეგი თქვა:
"კვარას" კლასიდან გამომდინარე, მისი ჯარიმის გარეშე შეჩერება ძნელია, ხანდახან მეტოქეები ასე ცდილობენ განეიტრალებას, რაც ნორმალურია, რადგან მაგარი ფეხბურთელია. იტალიელი მსაჯები უმაღლესი დონის არიან და შემთხვევითი არაა, რომ ხშირად ევროტურნირების ფინალებს მსაჯობენ".
ორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]
სპალეტიმ ხვიჩას უსაყვედურა [VIDEO]
"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ "კვარას" - "ემპოლის" მცველი პირობას ვერ ასრულებს
კვლავ "კვარას" აქტიურობით, ოსიმენმა სხვაობა ორამდე გაზარდა [VIDEO]
კვარაცხელიას შესანიშნავი პასი და "ნაპოლი" დაწინაურდა [VIDEO]