სპალეტი: "კვარა" მაგარი ფეხბურთელია და ჯარიმის გარეშე მისი შეჩერება ძნელია

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "ემპოლის" დამარცხების (2:0) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდი შეაქო და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ნახევარდაცვის თამაში მოეწონა, ლობოტკა, ელმასი და შეტევაში ოსიმენი, რომელსაც გუნდის ლიდერი უწოდა, ქართველის შესახებ კი შემდეგი თქვა:

"კვარას" კლასიდან გამომდინარე, მისი ჯარიმის გარეშე შეჩერება ძნელია, ხანდახან მეტოქეები ასე ცდილობენ განეიტრალებას, რაც ნორმალურია, რადგან მაგარი ფეხბურთელია. იტალიელი მსაჯები უმაღლესი დონის არიან და შემთხვევითი არაა, რომ ხშირად ევროტურნირების ფინალებს მსაჯობენ".

altორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ"

გაიმარჯვა [VIDEO]

altსპალეტიმ ხვიჩას უსაყვედურა [VIDEO]

alt"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ "კვარას" - "ემპოლის" მცველი პირობას ვერ ასრულებს

altკვლავ "კვარას" აქტიურობით, ოსიმენმა სხვაობა ორამდე გაზარდა [VIDEO]

altკვარაცხელიას შესანიშნავი პასი და "ნაპოლი" დაწინაურდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჩემი აზრით ყველაზე სუსტი რგოლი ზელინსკია გუნდში მაგის ადგილას ელმასი ან რასპადორი და ეგაა.ისედაც ხო მაგარი გუნდია აი მერე კიდე ბევრად მაგარი იქნება ასე მგონია თამაშს ვერ ეწევა სისწრაფე არ ყოფნის და მემგონი არც აზროვნება და ხედვა აქვს ისეთი სხარტი როგორიც უნდა ჰქონდეს. ლოზანომ ბოლო თამაშებში აშკარად მოუმატა. კიმზე აღარ ვამბობ ჩემი აზრით კულიბალიზე ბევრად მაგარია. ანგისაც წელს ათამაშდა ასეთი სეზონი არ ქონია არასდროს. ოსიმენი გოლების მანქანად იქცა და ბოლოს ამ ყველას ძალას, შემართებას და იმედს კვარა აძლევს იციან რომ როგორც არ უნდა წავიდეს თამაში კვარა ისეთ რამეს გააკეთებს რომ გუნდი მოიგებს ამიტომაც თამაშობს ყველა გაათმაგებული ძალით. შესაბამისად ფაქტიც სახეზეა გუნდი იგებს თამაშების 99%
მაროკო
05:57 27-02-2023
0
კვარას გარეშე ნაპოლი იქნებოდა თანაბარ ბრძოლაში კონკურენტებთან ჩემპიონობის საკითხი გასარკვევი დარჩებოდა ან გახდებოდნენ ან არა ეს არი სიმართლე ...
აბც
15:41 26-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული