"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

AutoSharing Option
Geo Team-მა საფეხბურთო აგენტ მამუკა ჟუღელთან ინტერვიუ ჩაწერა. ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე, ზურიკო დავითაშვილზე, გიორგი კვერნაძესა და ირაკლი აზაროვზე ისაუბრა.

"ნაპოლის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლის შევხვდი. მან მთხოვა, რომ ჯერ არ გვეჩქარა და გუნდის გამოცვლაზე არ გვეფიქრა. ვუთხარი, რომ ჯერჯერობით არაფერს ვაპირებთ, რადგან ხვიჩას ნეაპოლში ყველაფერი მოსწონს. "პარტენოპეი" სხვა ქართველი ფეხბურთელებითაც ინტერესდება და მათ ამბებს კითხულობენ.

ხვიჩა ისეთი დონის ფეხბურთელია, მას თამაში მადრიდის "რეალშიც", "მანჩესტერ იუნაიტედშიც" და "ლიდსშიც" შეუძლია, მაგრამ ჩემი სურვილია კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. თუმცა თავად "რეალის" გულშემატკივარია და ამის
წინააღმდეგია (იცინის), მე და ბადრი კვარაცხელია (ხვიჩას მამა) კი "ბარსას" ვქომაგობთ.

გიორგი კვერნაძეს ბათუმის "დინამოში" ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, შემდეგ თავი საქართველოს ნაკრებში უნდა გამოიჩინოს და "ნაპოლის" დონის გუნდში ითამაშებს. "პარტენოპეის" ვარიანტი ჯერჯერობით არარეალურია.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ყველაფერი მის ხელშია. თუ კარგად ითამაშებს, "ბორდოში" დარჩება, გუნდის სქემას იდეალურად მოერგო და ფრანგებიც კმაყოფილი არიან. დარწმუნებული ვარ, ზურიკო დაამტკიცებს, თუ რა დონის ფეხბურთელია.

ირაკლი აზაროვი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, უნიჭიერესი მოთამაშეა. შესაძლოა, მისი "ცრვენა ზვეზდაში" თამაში ჩემი შეცდომაა, ვხედავ, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და იჩაგრება. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს შეცდომას გამოვასწორებ და ირაკლი მოედანზე მეტ დროს გაატარებს. სიმართლე გითხრათ, სწორედ აზაროვს მოვიაზრებდი "ნაპოლიში" მარცხენა მცველის პოზიციაზე. მის შესახებ დონეცკის "შახტარი" დაგვიკავშირდა, თუმცა უარი ვუთხარით".

altმამუკა ჯუღელი: ხვიჩა ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში

alt"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" - მამუკა ჯუღელის კომენტარი Calcionapoli-სთან

altმამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 45 /
geguchadzis xelshi romeli axalgazrda fexburteli gazrdila erti gamagebinet?kvernadzes da kharebavas skams moaxexinebs, droze unda datovon batumis dinamo,zodoa eg bichebi.
qomagi
19:39 03-03-2023
2
ვიღაც გუნდის დირექტორმა კი არ უნდა წამოგიყენოთ თხოვნა ,არამედ თქვენ საქონლის გამყიდველმა უნდა წაუყენოთ პირობები,გარკვეული პაუზის შემდგომ,პროფესიონალო?
ზ.მ
15:14 03-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული