სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე ნეაპოლური გუნდის 7-მატჩიანი მოგებათა სერია.
ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, მაგრამ მას და ოსიმენს "ლაციოს" მცველებმა პრაქტიკულად გასაქანი არ მისცეს და სარის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
სტუმრებს უკვე დებიუტში შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ვესინოს თავით დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან დი ლორენცომ გამოიტანა. რომაელები სივრცეებს უნარიანად კეტავდნენ, მასპინძლებს უჭირდათ შეტევების ორგანიზება, კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა მარუშიჩი, "ნაპოლიმ" შესვენებამდე სახიფათო მომენტი ვერ შექმნა, რაც ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ სპალეტის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩამ საჯარიმოდან მიზანს ვერ უწია, ზილენსკიმ ვერ გაიტანა, კონტრიერიშისას კი „ლაციო“ წინ გავიდა - დაცვაში ჩასულმა „კვარამ“ ბურთი თავით მოიგერია და ვესინომ შორიდან დალაშქრა მერეტის კარი. სპალეტიმ ლოსანოსა და ანგისას ნაცვლად მოედანზე ლოსანო და პოლიტანო შეიყვანა. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა თავით დაარტყა და სტუმრები ხარიხამ იხსნა. მერე "ლაციალეს" ჰქონდა შანსი, თუმცა საჯარიმოდან სავიჩის დარტყმული ბურთი ძელმა უკუაგდო და საბოლოოდ ნეაპოლელებმა მოულოდნელი მარცხი განიცადეს - რას იზამ, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებენ.
„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია და 11 მარტს „ატალანტას“ უმასპინძლებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლაციო 0:1
გოლი: ვესინო (67)