დაუშვა თუ არა "კვარამ" გოლისას შეცდომა? - ეპიზოდი სპალეტიმ განმარტა

AutoSharing Option
"ლაციოსთან" წაგებულ მატჩზე (0:1) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ისაუბრა და გაშვებული გოლის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება.

"რა დაგვკლდა? ისინი ცოტა უკეთ მოქმედებდნენ, უნარიანად კეტავდნენ ზონებს, ჩვენ კი ჩვენი თამაში ვერ ვიპოვნეთ. შეხვედრა შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, ეს უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ბევრი ისეთი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომლებშიც უფრო ლოგიკური ფრე იყო. ამიტომ მარცხს ვიღებთ და მშვიდად მივიწევთ წინ.

"ლაციოს" გოლი? "კვარა" სწორად მოიქცა, ვინაიდან ბურთი ცარიელ ზონაში იყო, თანაგუნდელების დასახმარებლად გადაიწია, შესაძლოა, სულ ოდნავ დააგვიანა. შემდეგ ვესინომ სანტიმეტრიანი ღრიჭო
ნახა და გაიტანა. ამის გაკეთება მხოლოდ ისეთ ძლიერ ფეხბურთელს შეეძლო, როგორიც ისაა.

რა ხდებოდა გასახდელში? ჩვენ წაგებას მიჩვეულები არ ვიყავით, ბიჭები დამწუხრებულები იყვნენ, მათი დამშვიდება მომიწია, ყველას ჩავეხუტე და შევაქე, რადგან მაქსიმალურად დაიხარჯნენ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ყველას გთხოვთ,ნეაპოლელებსაც და ქართველებსაც,შეწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი,არავითარი შეცდომა არ მოსვლია ბურთი მოიგერია და იქ სხვას უნდა დაეზღვია,მაგრამ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს,ასე ჯობია ხვიჩასთვის და საერთო საქმისთვის.
თერჯოლელი
18:58 09-03-2023
0
მცველი რომ ყოფილიყო, კიდევ ხო! ვისაც აქ მასტან პრეტენზია აქვს ფეხბურთის ყურებას შეეშვას! ამოევსოთ მცველებს თავიანთი სივრცეები და თავდამსხმელს არ დასწირდებოდა მათი იაღლიშების გამოსწორება! მერე, რა უნდა ექნა? გაეტარებინა? ძლივს მიწვდა. მართლა ნუ შ...ც რა!
რეზო
14:28 05-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული