დუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცადინეობით „მეცმა“ გასვლაზე „ანსი“ 3:0 დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის "უდინეზეა" დაინტერესებული.

„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - მეცი 0:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (27), 0:2 მაზიზი
(50), 0:3 მიქაუტაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 35 /
ნაპოლის არ იყოს ნაკრებშიც კვარაზე მინიმუმ 2 კაცი ეყოლება მეტოქეს მიმაგრებული. ამ დროს ზურიკოს, ჟორჟს და ბუდუს სივრცეები ექნებათ. წარმატებები ჟორჟ კლუბშიც და ნაკრებშიც
მინდია
05 მარტი 2023 11:23
2
ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა . მესამე გოლი უმაღლესი შესრულება ! ასე გაარძელე
Maceo
05 მარტი 2023 10:43
0
მეცი რომც ვერ გადავიდეს ლიგა 1 ში, გიოს მაინც არ დატოვებენ მანდ.
გოგა
05 მარტი 2023 09:40
0
ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=1_hY9HkYy3c
ქ. გ.
05 მარტი 2023 02:32
0
Jigari xar gio aba ra
Moira
05 მარტი 2023 02:14
0
Bravi gio
Levani
05 მარტი 2023 01:27
0
ამ ბიჭს აქვს პოტენციალი დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
ჩემი აზრით თუ მეცი გადავა ლიგა 1 ში აუცილებლად უნდა დარჩეს მეცში რადგან იქ გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია და მიზდის თამაში და თუ მეცი ვერ შეძლებს მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს სხვა გუნდში გიორგი ნამდვილად ცოდოა 2 სეზონშიც მე 2 ლიგისთვის თან როცა ასეთი შედეგები აქვს და აშკარად ძალიან აქვს მომატებული სეზონის ბოლოს ბევრი მსურველი გამოუჩნდება.
goga
05 მარტი 2023 01:15
1
მიდი ჟორჟ, მალე ნაკრებშიც უნდა გაიტანო.
ქობულეთიდან
05 მარტი 2023 01:08
0
ყოჩაღ გიორგი! მგონი ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა ბრუნდება, ოცდაცამეტი წელია წლიდან წლამდე ველოდები ქართული ნიჭის და გენის გამოღვიძებას! გაიხარეთ ბიჭებო და დიდი მადლობა ამ უსაზღვრო სიხარულისთვის რასაც თქვენი შრომით გვანიჭებთ!...
ელგუჯა
05 მარტი 2023 01:07
1
მეცი მაგრად ათამაშდა გიოც მაგრად უბერავს.ეტყობა რო მენტალურად ძაან ძლიერიამეცი უფრო იბრძოლებს გადასასვლელად ვიდრე ზურიკო და ბორდო!
გიორგი IV
05 მარტი 2023 00:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული