რა ხდებოდა "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ "ნაპოლის" გასახდელში - იტალიური პრესა დეტალებზე დაწვრილებით წერს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა.

calcionapoli24 იმ დეტალებზე წერს, რაც მატჩის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" გასახდელში ხდებოდა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელებს სიტყვით მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ, პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა მიმართეს.

"წაგებას მიჩვეულნი აღარ ვიყავით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ახლა ყველა ასეთი დამწუხრებული ვართ. მინდა, რომ ყველა შეგაქოთ, რადგან მარცხს არ იმსახურებდით, თითოეული ფეხბურთელისგან დიდი ძალიხმევა დავინახე", - თქვა სპალეტიმ.

Corriere del Mezzogiorno-ს დღევანდელი გამოცემა გვაუწყებს, თუ როგორ
მიმართეს ოსიმენმა და დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს.

ნიგერიელმა თქვა, რომ თამაშის შემდეგ მისი თანაგუნდელების გულგატეხილი სახის დანახვით ძალიან წუხს, მაგრამ ახლა უკვე ყველას შემდეგი ტურისთვის "ატალანტასთან" მატჩისთვის ფიქრზე მოუწოდა.

შეხვედრის შემდეგ გასახდელში ჩავიდა დე ლაურენტისიც, რომელმაც შეაქო ფეხბურთელები მათი დამოკიდებულების, ინტენსივობისა და უპირველეს ყოვლისა იმ პროგრესისთვის, რაც მათ აქამდე მიაღწიეს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა "გადატვირთვის" დროა, რათა როგორც აქამდე სპალეტი ამბობდა, ყველასთვის, ჩვენთვის, ქალაქისთვის, გულშემატკივრებისთვის, ნანატრი ჯილდო მოიგონ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მინიმუმ ფრე იქნებოდა, კვარაზე რო ეთამაშათ და პასები მიეცათ, მაგას ვერ ხედავს სპალეტი დავიჯერო, ხედავს და მომავალი სეზონიდან უკვე კვარა იქნება გუნდის ლიდერი.
გოგა
12:02 05-03-2023
2
გასვლა რომ მოუგეს ლაციოს მაშინაც რთული თამაში იყო ვისაც გახსოვთ. კვარამ კი დადგა შოუ და საბოლოოდ მოაგებინა კიდეც გუნდს მაგრამ მანამდე რამდენი მომენტი გააფუჭა, რა ლამაზად თამაშობდა და ხან ძელს გაარტყა ხან არ გაუმართლა. ფაქტობრივად ისე ითამაშა ახლაც მაგრამ ვერ გამოიყენეს მომენტები. წუხელ მილანმა წააგო და ისეც 18 ქულაა ჩამორჩენა. ლაციოსთან 17.
სავარაუდოდ ინტერი მოიგებს დღეს და 15 ქულა იქნება ჩამორჩენა.
მთელი სეზონია საოცრად მიდის ნაპოლი და ბოლოს რომც წააგოს ან ფრე დაამთავროს რამდენიმე შეხვედრა, მგონი არ იქნება ტრაგედია, რადგან კონკურენტი გუნდები მიყოლებით ვერ იგებენ თამაშებს.
მე მაინც მინდოდა იმხელა ყოფილიყო ჩამორჩენა, რომ აპრილშივე გამხდარიყო ჩემპიონი მარა ეგრე არაა როგორც ჩვენ გვინდა. რთულია მთელი სეზონი სადღაც არ გატყდე.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული