კვარაცხელია "ნაპოლის" მომდევნო მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს? - ცნობილი ხდება, რა შესაძლო ცვლილებებს გეგმავს სპალეტი

AutoSharing Option
Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა წერს, რომ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩისთვის, სადაც "პარტენოპეიმ" "ატალანტას" უნდა უმასპინძლოს, ცვლილებები დაგეგმა.

63 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელებს შაბათსა და კვირას დასვენების საშუალება მისცა, ვარჯიში კი მხოლოდ 6 მარტს, ორშაბათს განახლდება.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბი უკვე ბერგამოულ კლუბთან დაპირისპირებაზე ფიქრობს და რამდენიმე ცვლილებაც ჩაინიშნა.

მაგალითად, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაისვენოს და მის ნაცვლად ძირითადში ელიფ ელმასი ვიხილოთ, ტანგი ნდომბელემ ძამბო ანგისა ჩაანაცვლოს, მესამე იდეა კი ირვინგ ლოზანოს ნაცვლად
მატეო პოლიტანოს დაყენებაა.

შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია დღეს Il Mattino-მ გაავრცელა და ჯერჯერობით მტკიცებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

"ნაპოლისა" და "ატალანტას" დაპირისპირება 11 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - როცა "კვარა" არ კმარა, სპალეტის კი ბალანსი "გაექცა"?!

altრა ხდებოდა "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ "ნაპოლის" გასახდელში - იტალიური პრესა დეტალებზე დაწვრილებით წერს

მკითხველის კომენტარები / 35 /
რა სისულელეა... ელმასის გამო იყო ზუსტად რომ წააგეს.. ანუ აღარ უნდა მოგება სპალეტის? ჩაოოო
1
სანაია მამაშენია.
ჯიჯი
15:01 06-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული