ოსიმენი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს და "ნაპოლის" დიდება მოუტანოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი საზღვარგარეთულმა მედიამ იტალიაში საუკეთესო უცხოელ სპორტსმენად აღიარა. ჯილდოს გადაცემას კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაესწრო, შემდეგ სიტყვით ნიგერიელი გამოვიდა და პირველ რიგში, თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

"ამ "ნაპოლიში" დიადი ლიდერები არიან. კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია. ამას წინასასეზონო შეკრებისას მაშინვე მივხვდი. ის გასახდელში ყველას უყვარს და არა მარტო იმის გამო, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ მის მიღმაც. მე მჯერა, უახლოეს წლებში "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. იმედი მაქვს, "ნაპოლისაც" დიდებას მოუტანს. ჩვენ შორის დიდი ურთიერთგაგებაა.

სპალეტიც შესანიშნავია და ეს მთავარი
მიზეზია, რის გამოც ასეთ წარმატებულ სეზონს ვატარებთ. ასევე გაგრძელება გვმართებს. რაც აქ გადმოვედი, მისტერი ჩემი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ნიღაბი? სახის დასაცავად კვლავაც გამოვიყენებ.

პრემიერლიგა? ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაში მართლაც მაგარია. ახლა სერია A-ში ვასპარეზობ, მაგრამ ბევრს ვმუშაობ, რათა ინგლისში გადავიდე. თუმცა ჯერ მხოლოდ "ნაპოლიზე" ვფიქრობ. ეს ძალიან რთული ჩემპიონატია, სხვანაირი ფეხბურთია, ინტენსიური. კარგი გულშემატკივრები გვყავს, ბევრ სიხარულს გვჩუქნიან, გვქომაგობენ. ასეთი ფანები არავის ჰყავს", - ციტირებს ოსიმენს Sportface.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კლუბის პრეზიდენტის გამიზნულად ნათქვამმა სიტყვამ ხვიჩაზე ოსიმენი (ცხადია ოსიმენის ძვირად გაყიდვა უნდათ) ნაწილობრივ გამოიყვანა წაგებული თამაშის პასუხისმგებლობისგან.
ოსიმენს წაგებულ თამაშზე დაბალი შეფასება ჰქონდა, ხვიჩას არა!
როგორ მოიქცეს ხვიჩა???
თავისი თამაში გააგრძელოს, და ხანდახან, როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე მოიქცეს, ეს შეეხება დრიბლინგს, გადაცემას თუ კარში დარტყმას.
იტალიელი ტიფოზები კი გინდ სპალეტი იყოს და გინდ აურელიო ხვიჩაზე ცოტა ბევრს თუ "გაახურებენ" იმას გაუკეთებენ, რაც ეკუთვნით!
გთხოვთ მაგათ "გინება" არ ჩავუწეროთ იმათ საიტებზე, ამას "პროვოკატორებიც" გააკეთებენ.
ხვიჩა ნიჭიერია, ვარჯიში არ ეზარება, ნებისმიერ მითითებას თუ შენიშვნას კარგად გაიაზრებს, თავმდაბალია (თუმცა მეტისმეტი არ არის ხვიჩა საჭირო!), მორწმუნეა, და ასეთი ადამიანები ყოველთვის გამარჯვებულები რჩებიან!
ხვიჩა ითამაშე შენი თამაში ვინც რა უნდა თქვას!
თემური
11:05 07-03-2023
1
გუტიმ კვარას მიმართა ხალხოოო! თუ მჯეროდეს :0
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული