"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, რასაც მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა.
მოქმედი სპორტსმენებიდან აქამდე პროტესტი მხოლოდ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გამოთქვა, სპეციალური განცხადებები კი საფეხბურთო კლუბებმა თბილისის "დინამომ" და "გაგრამ", აგრეთვე, ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გააკეთეს.
ზოგი ისე წერს ევროპა მინდაო, აზრზე არაა რა არის ევროპა, ჰუმანიზმის და ღირებულებების გამო კი არ უნდათ, პატრონს ეძებენ იქაც, ან კარგი საშოპინგო ადგილები რომ არის იმიტომ უნდათ.
კვარამ კი ზუსტად იცის რატომაც უნდა ევროპა, თავისი კარიერა სადაც უნდა აეწყო თავიდანვე იცოდა . ევროპაში თამაშის მერე გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, და არა როტორებთან და ურალებთან.
თუ ვინმესთან წაჩხუბება გინდათ, ისეთებს წაეჩხუბეთ, ვინც აზრზე არაა რატო დაწერა ევროპა მინდაო. კვარას თავი დაანებეთ, ნუ ამყოფებთ მუდმივად სტრესის ეპიცენტრში. შეეგუეთ, რომ დამოუკიდებელი ინდივიდია და საკუთარი აზრი გააჩნია. რასაც უნდა იმას იტყვის და დაწერს. შეეგუეთ და მიიღეთ, თუ არ მოგწონთ არ უგულშემატკვროთ. ვიღაც ქალი წერდა, მისი კალენდარი დავხიეო. რა უნდა ელაპარაკო.
რა გასაცოდავებულია ქართველი ხალხი.ბოღმით და სიძულვილით სავსე. ერთი გამოერევათ საუკეთესო და იმასაც ზედ გადაუვლიან. არცერთმა მხარემ არ დააკლო კვარაცხელიას ბულინგი, სრულიად უსამართლოდ. ნეტა საერთოდ რატომ ჩამოდის ამ ქვეყანაში.
ხვიჩას ეუბნებით უკვე ნაციონალებში ჩაგწერეთო და ანუ ნაცი ხარო?
ვაი თქვენს პატრონს მართლა :)
ვისაც ევროპა უნდა ყველა ნაცი ყოფილა თურმე.
როგორ არ გიტყდებათ ეს გაუნათლებლობა.
ორუელის "ცხოველების ფერმა"ს გირჩევდით. პატარა წიგნია. წაიკითხეთ და იცნობთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იქ :))