"ხვიჩა ევროპაში ყველაზე საოცარი ფეხბურთელია" - New York Times-ის მთავარი კორესპონდენტი ნეაპოლში ჩავიდა

AutoSharing Option
New York Times-ის მთავარი საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში ხვიჩას ესტუმრა.

"კვარაცხელია? ის ევროპის ყველაზე საოცარი ფეხბურთელია. ზოგადად, ევროპულ ფეხბურთში სიურპრიზები აღარ გვხვდება, ჩემპიონები ყურადღების ცენტრში არიან, იტანენ გოლებს და ამართლებენ მათზე დამყარებულ იმედებს, თუმცა "კვარა" მათგან რადიკალურად განსხვავდება.

გასულ ზაფხულს ხვიჩა ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, თუმცა რამდენიმე თვეში გულშემატკივრების გული მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო, მოწინააღმდეგეებს კი შიში და პატივისცემა ჩაუნერგა. ამ ისტორიაში თავმოყრილია ნიჭი და კეთილშობილება, რასაც ნეაპოლური საფეხბურთო კულტი "კვარადონა" და "კვარავაჯო" ემატება" - წერს რორი სმიტი.

მომზადებულია
tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
რატომ ჩაფრინდა მისტერ სმიტი ასე საჩქაროდ ნეაპოლში.
1
10 მარტი 2023 18:52
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული