"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
კვარაცხელიამ გასულ თვეში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ალეკსეი მირანჩუკს (ტორინო), ვიქტორ ოსიმენს (ნაპოლი), ანხელ დი მარიას (იუვენტუსი) და ფედერიკო ბასკიროტოს (ლეჩე) აჯობა.
ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აგვისტოშიც აღიარეს და პირველია, ვინც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო პრიზი.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 27 მატჩში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
თუნდაც ხვიჩა შეადგენს ამ 60,70 %ს დანარჩენი კიდევ პლუს ხვიჩა...
მგონი ამ სეზონში ზედიზედ ორჯერ არავინ გამხდარა სერია ა ს საუკეთესო.
სატრანსფერო ფასები როდის განახლდება ტრანსფერმარკეტზე, სავარაუდოდ 100 მილიონი უნდა იყოს უკვე.
როგორ მახსოვს 18 მილიონი რომ ღირდა და ქართველები იძახდნენ მაგდენი არ ღირსო :დ
ნეტა ის ხალხი მანახა ახლა.
გილოვავ ხვიჩა!
დიდება საქართველოს!
მეგრული გენის გარეშე დღევანდელი ჩვენი ნაკრები სანმარინოს ოდნავ აღემატება