პირველი კონტაქტი შედგა - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური Repubblica იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.

"სამეფო გუნდის" მიზანი იყო, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზები შეესწავლა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დატოვებს თუ არა კარლო ანჩელოტი "ბლანკოსის" მწვრთნელის პოსტს ზაფხულში. ჯერჯერობით სატრანსფერო პრიორიტეტები იკვეთება, მათი შესწავლა ხდება, ხოლო რომელი ფეხბურთელი გადაბარგდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", უშუალოდ ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება.

Repubblica იმასაც აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი "კვ
არას" გაშვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ თავისი მარგალიტი დათმო, ეს 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 51 /
კაცი რომელიც ოსიმენს ოსიმენას ეძახის ჯობია ფეხბურთზე წერას თავი დაანებოს.ნაპოლის რა ეშველება ოსიმენის გარეშე თორემ სადაც არ გადავა იმ გუნდს უდიდეს ძალას შემატებს.სისწრაფე,გრძელი ნაბიჯი,დრიბლინგი,თავით თამაში და რაც მთავარია მცველებთან ბრძოლის მოგების უნარი ნეტავ რომელ ფეხბურთელს გააჩნია დღეს მსოფლიოში.უამრავი გოლისა და პასის გარდა,როცა ნაპოლის ბურთის ამოტანა უჭირს ბურთს ოსიმენის მიმართულებით არტყავენ და უმეტეს შემთხვევაში ბურთს ეუფლება.მოკლედ ძალიან მაგარია
ვა რა დონეა
15 მარტი 2023 14:09
2
კარგად დაიმახსოვრეთ როგორც კი რეალში გადავა კვარას კარიერა დამთავრდება როგორც დიდი ფეხბურთელის თორემ...
ადრეა ჯერ მაგ დონის გუნდი ამ ბიჭისთვის ადრე.
მაგალითების ჩამოთვლას აზრი არა აქვს ყველა ფეხბურთის ფანმა ვიცით.
Dinamo
15 მარტი 2023 12:01
2
ხვიჩას უნდოდა გულშემატკივრების ხათრით 1 ან 2 სეზონით დარჩენა ნაპოლიში.

მაგრამ ჯერ სპალეტიმ უყვირა "Cazzo! Cazzo!" და მერე აურელიომ გაშვებული გოლი დააბრალა. ამიტომ ხვიჩა ზაფხულში გადავა რეალში.

ეტყობა ხვიჩას, რომ სხვანაირად იქცევა: თამაშზე გავიდა იმის სურვილით, რომ გოლი გაეტანა აუცილებლად (ამიტომ შედარებით ეგოისტურად ითამაშა) და სპალეტისკენ არც მიიხედა გოლის გატანის შემდეგ.
ქ. გ.
15 მარტი 2023 04:09
4
ლაურენტისს რა თანხაც უნდა კვარაში, მაგას მხოლოდ პსჟ,სიტი,ჩელსი და ნიუკასლი თუ გადაიხდიან. რეალს და ბარსას არ აქვთ ეგ ფული და ამის გათვალისწინებით დარჩება ნაპოლიში კიდევ 1 წელს მაინც
გია
15 მარტი 2023 02:59
2
ჩვენს ოსიმენას რაეშველება უხვიჩოდ???
მამუკა
15 მარტი 2023 02:44
1
ხვიჩა ძმაო არ გადახვიდე არსად ჩემი თხოვნაა როგორც ალალ ძმას ისე გთხოვ. უყვარხარ მთელ ნაპოლის, კი ძნელია ისეთი გუნდზე უარის თქმა როგორიც რეალია, მაგრამ გთხოვ. თან მთელ ნაპოლის უყვარხარ და გაღმერთებენ. ერთი სეზონი დარჩი ნაპოლში კიდე, გამოცდილებას მიიღებ და მერე გადადი. გაიხსენე შევჩენკოს რა მოუვიდა როცა მილანიდან ჩელსიში გადავიდა. გგულშემატკივრობ სულით და გულით
გიორგი
14 მარტი 2023 22:52
5
მარტო მაგიტომ არა, ვინუსას ჯერ ვერ დასვავს სკამზე და მოუწევს თვითონ დაჯდომა, რეალში გადასვლა, დაღუპვის დასაწყისი იქნება!
ნოდო
15 მარტი 2023 01:43
3
ბიჭი სამოთხეშია და სად უნდა წავიდეს ინგლისში სადაც სულ წვიმს,თუ რეალში ან ბარსაში სადაც ფეხბურთელებს ნასკებივით რომ იცვლიან.მერე რომ ვერ გაქაჩოს და სკამზე დაჯდეს.რაში ჭირდება თავის ატკივება.ნაპოლში ჯოკერივითაა.
ასე ეს
14 მარტი 2023 22:14
4
მაგ ლოგიკით ბიჭო ბათუმში დარჩენილიყო ჯოკერიც იქნებოდა და ბეტმენიც ერთად
ასე ამას
15 მარტი 2023 02:27
6
კვარა თავის ფლანგზე არი მესამე ფეხბურთელი შეიძლება მეორეც, ბაპე ვინიუსი კვარა, ბაპე გადავა რეალში დიდი ალბათობით როგორ ფიქრობთ რეალში იყო ბაპე და ვინისიუსი ცვალო 5 წუთით
Soso
14 მარტი 2023 21:46
3
ხვიჩას რომ ნაპოლიში დიდი ხნით არავინ გააჩერებს. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ნაპოლი არაა გრანდი, ხვიჩა კი გრანდის ფეხბურთელია. კიდევ ერთი სეზონი თუ შეინარჩუნა ნაპოლიმ, დიდი მიღწევა იქნება. ხვიჩასთვისაც ასე აჯობებს, თუმცა ფული ბაბაია, ფული...
ზაალი
14 მარტი 2023 21:46
2
Მუდრიკიც 100 მილიონი და კვარაც 100? ᲙარგიᲗ რა მაᲨინ კვარა 300 მილიონი Ღირს
რომა
14 მარტი 2023 21:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული