"კარლსრუემ" ხუთი მოგების შემდეგ წააგო - ბუდუ შეცვლაზე შევიდა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში „კარლსრუე“, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, გასვლაზე „ჰაიდენჰაიმთან“ 2:5 დამარცხდა.

სტუმრები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა 4 გოლი გაიტანეს (თავდამსხმელმა ტიმ კლაიდიენტსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა) და წინ გავიდნენ. ამის შემდეგ ზივზივაძე 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. "ჰაიდენჰაიმმა" კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„კარსლსრუემ“ ჩემპიონატზე ზედიზედ ხუთი მოგების მერე წააგო, 34 ქულით მე-8 ადგილზეა და 1-ელ აპრილს ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ დაუხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასე აქებენ ჩვენს ფეხბურტელებს ცაში აყავთ და მერე 20-25 წუთს ათამაშებენ @ ან საერთოდ არ შეყავთ შემადგენლობაში @ ლეხის და სხვა მწვრტნელების არ იყოს @ ერთადერთი ჩვენებური ვაისი ენდობა ქართველებს იმიტომ რომ კარგად იცის რა შეუძლიათ!
zura222
03:25 18-03-2023
0
სტატისტიკა ვნახე.ბურთის ფლობა,სიზუსტე,პასების რაოდენობა,კარისაკენ დარტყმები,პრაქტიკულად ერთნაირია.მხოლოდ კარში ზუსტი დარტყმები 8-5 და საბოლოო ანგარიშია განსხვავებული.არადა დიდი ანგარიშით წააგეს.
სოსო
00:06 18-03-2023
1

სიახლეები პოპულარული