დავით ხოჭოლავამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, დღეს "კოპენჰაგენის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
დანიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "კოპენჰაგენმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "ვიბორგს". მატჩს 32 678 მაყურებელი დაესწრო და დედაქალაქურმა გუნდმა რეგულარული სეზონი 42 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.
ხოჭოლავა "ვიბორგთან" მატჩის ძირითად შემადგენლობაშია...
იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია
საქართველოს პირველი არხისთვის კი ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ხოჭოლავას მენისკი მართლა აწუხებს და „ვიბორგთან“ ნემსით ითამაშა, მაგრამ ხვალ ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ასეთ მდგომარეობაში ნაკრებში მისი თამაში სარისკო იყო.
იხ: https://1tv.ge/news/khocholavas-nakrebis-warmomadgeneli-daelaparakeba-kopenhagenis-mcvels-meniski-awukhebs-1tvsport/
(ისე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამას, მაგრამ ხოჭოლავა არაა მისი ნამდვილი გვარი.)