"შეუძლებელია ხვიჩა დიდებამ და ფულმა გააფუჭოს" - "რუბინის" ყოფილი დირექტორი ქართველს ადიდებს

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- ხვიჩას პირველად ნახვას ათეული წლების შემდეგ როგორ გაიხსენებთ?
- "რუბინის" პირველი შეკრება. გავდივარ ვარჯიშზე, ვუყურებ ხვიჩას და ვრწმუნდები: აი, ფეხბურთელი! სწრაფი, მკვეთრი, სუპერდრიბლინგის მქონე. მისი ფოკუსებისგან ყბა გივარდებოდა.

- ხალხი "შახტარში" იხსენებს: ჰენრიხ მხითარიანი იქ წყნარი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო. ბაზაზე იჯდა. ხვიჩა თქვენთან როგორი იყო?
- როდესაც ბურთითაა, სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანია. ბავშვივითაა. გიჟდება ფეხბურთის თამაშზე. მის პერსპექტივაში ეჭვი არასოდეს არ მეპარებოდა. ხვიჩას ფული არ ხიბლავს.

- რეჟიმის მოყვარულია?
- დიახ, მაგრამ ამაში არაა საქმე. შეუძლებელია ის დიდებამ და ფულმა გააფუჭოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხშირად ხვიჩას და ოსიმენს ერთმანეთს ადარებენ და ზოგიერთი ოსიმენს ამჯობინებს კიდეც ხვიჩას, მაგრამ დაიმახსოვრეთ სხვაობა ხვიჩასა და დნარჩენ ფეხბურთელებს შორის: ნებისმიერი ნიჭიერი ბავშვისგან კარგი ვარჯიშით შეიძლება გაზარდო ოსიმენები, მბაპეები, ნეიმარები და მათთანები, ხვიჩასნაირიები კი არ იზრდებიან, არამედ ასეთებად იბადებიან, ანუ მაგ ნიჭიერი ბავშვები რამდენიც არ უნდა ავარჯიშო, ხვიჩასნაირი ვერ გახდება. ხვიჩა მოედნის მშვენებაა. თუ ვინმეს ჰგონია ნაპოლი ხვიჩას გარეშე წელს იტალიის პირველობაზე სამეულში შევიდოდა, ძალიან სცდება. სწორედ ხვიჩამ აიყოლია მთელი გუნდი და სწორედ მასზედ აქვს სწორება ყველას. როცა ამხელა ნიჭიერი ფეხბურთელი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, სწორედ ამიტომ აღარავინ აძლევს თავის თავს უფლებას იზარმაცოს, შედეგად კი მთელი გუნდი დაფრინავს და ყველა შეცვლაზე შესული აუმჯობესებს თამაშს.
ჟორა გაბრიჭიძე
20:12 24-03-2023
10
მხითარიანი რა შუაში იყო აქ ? ალბათ ჟურნალისტი სომეხი იყო DD
zura222
19:50 24-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული