გველესიანი: თითქოს უსამშობლოდ ვარ, ამით ჩემს მოტივაციას ანადგურებენ

AutoSharing Option
"პერსეპოლისის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

გველესიანმა პრიზის მიღების შემდეგ თავის "ინსტაგრამგვერდზე" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. იგი იმედგაცრუებულია, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება დღემდე არ ეძლევა.

"თითქოს უსამშობლოდ ვარ და ჩემს შრომას ვერ ხედავენ. არცერთ ასაკობრივ ნაკრებში 1 წუთითაც კი არ მითამაშია. ზოგჯერ იყო დრო, როდესაც ამას მართლაც არ ვიმსახურებდი, მაგრამ იყო დრო, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაში დავიმსახურე და ამის საშუალება არ მომეცა. ეს ჩემს მოტივაციას ანადგურებს.

არ ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, მუშაობას მშვიდად
გავაგრძელებ. მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს ერთგულებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის" - წერს გველესიანი.

შეგახსენებთ, გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისის" მაისურით მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altგიორგი გველესიანი: ირანში მუდმივად დაძაბული სიტუაციაა და ამას უკვე შევეჩვიე

altგიორგი გველესიანი ირანულ გრანდში გადავიდა

altგიორგი გველესიანის ირანული ცხოვრება: კლუბი, ქომაგები, ფინანსები, აკრძალვები და ა.შ

მკითხველის კომენტარები / 35 /
საქართველოში მარტო ეგ არ არის ბეჟანიშვილი გავიხსენოთ კალათბურთში დრაფტზე რომ წარადგინეს და ნბა მეორე ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდა მავერიკსში.
მერე გააქტიურდა ფედერაციის მამები.ესეც იყო არც ერთ ნაკრებში არ გამოუძახიათ არც ასაკობრივში
აბდულაი
01 აპრილი 2023 09:16
0
კაცმა სანამ თვითონ არ გამოაქვეყნა წერილი არც არავის გახსენებია. ჟურნალისტებსაც თქვენი წილი პასუხისმგებლობა გაქვთ. ფედერაციას არგახსენებია, აქ მაინც დაწერილიყო მანამდე რამე. იმედია მიეცემა შანსი. კობახიძეს მაინც ტყუილად იძახებენ
ბაჩო
01 აპრილი 2023 09:07
1
ამ კაცს აუცილებლად უნდა მიეცეს ნარებში თავის გამოჩენის შანსი.
გეგი
01 აპრილი 2023 01:42
1
მიეცეს ამ კაცს შანსი რა მოხდება. კაცი სულით და გულით ითხოვს ნაკრებში გამოძახებას და რატომ არ აქცევენ ყურადღებას? ვერაფრით დავიჯერებ რომ ირანის ჩემპიონატი უფრო დაბალი დონისაა ვიდრე აზერბაიჯანი, კვიპროსი და ა.შ. და ამ ქვეყნებიდან თუ ვიძახებთ ლეგიონერებს, ამ ბიჭმა რა დააშავა? თანაც საუკეთესო მცველად დაასახელეს რაც უთუოდ საყურადღებოა.
იმედია გაითვალისწინებს სამწვრთნელო შტაბი და დაუძახებენ ამ ბიჭს.
ქობულეთიდან
31 მარტი 2023 23:28
2
24 თამაშიდან 4 გოლი მცველისთვის მაგარი შედეგია, რომელიც ბევრ ქართველ თავდამსხმელს შეშურდებოდა.
მინდია
31 მარტი 2023 23:02
0
ამ ბიჩს უყურებდი დინამოდან კლასი ეტყობოდა,ირანში არა დაბალი დონე დამიჯერეთ.უნდა გამოიძახო იაშკაააააა გაიგე ძმა!მიეცი შანსი ბიჩშ!
სიმართლე!!
31 მარტი 2023 22:36
0
Me ase vitkodi,tu ginda nakrebshi wamodi ra iranidan sadac aseti magarixar da xedav mandedan aravin gedzaxis,nutu sashualo donis gundshi ver moxvdebi,magalitad turqetis an tundac polonetis chempionatshi?
Givi
31 მარტი 2023 22:11
8
ირანი არა ავღანეთი კიდე, შეიძლება ნაკრები რამედაც ვარგა მაგრამ ირანის ჩემპიონატი? სულ სხვა ვარჯიშის სტილია, სხვა ტემპი, საქართველოს ჩემპიონატიდან ხალხს იძახებენ ვინც ან ევროპაში უკვე იყო და აქ დრიებითაა ან 17 18 წლის ბიჭებს რომ მოტივაცია ქინდეთ კარგ ადგილას გადასვლის, არ უნდა ეწყინოს ირანში რომ წავიდა რას ფიქრობდა
444
31 მარტი 2023 20:06
24
ასე ვიტყვი :სადაც მამუკა კობახიძემ 5 მატჩი ითამაშა ნაკრებში,ამ ბიჭს რატომ არ ეძლევა შანსი? ეგება გამოადგეს ნაკრებს კაცო,ყაზაიშვილს რომ იძახებდნენ ხან ამერიკიდან და ხან კორეიდან ისიც ხომ არ იყო ევროპა არა? თუ გავითვალისწინებთ,რომ ზედიზედ გადის ირანი მუნდიალზე ჩვენს ჩემპიონატზე დაბალი დონე არ უნდა იყოს ირანის ჩემპიონატი და თუ ამ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად გველესიანი დაასახელეს,გამოდის რომ როგორც მინიმუმ კობახიძეზე დაბალი დონე არაა,რადგან კობახიძე არა ჩემპიონატის საუკეთესო მცველი,საერთოდ სამეულში თუ შედის ესეც მოსაკითხია.
მეზღვაური
31 მარტი 2023 19:42
0
დღეს საუკეთესო ქართველი ცენტრალური მცველია!
პროფესტო
31 მარტი 2023 19:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული