კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.
"აპოელი" ლარნაკაში აეკ-ს დაუზავდა (2:2), ქვილითაიამ კი 78-ე წუთამდე ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 23 მატჩში 6 გოლია.
"აპოელში" 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლაშა დვალი, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო.
"აპოელი" 62 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "არისს" 2 ქულით უსწრებს და 10 აპრილს "აპოლონს" უმასპინძლებს.
ამ ორი გოლის შესახებ სანიოლს არაფერი არ უთხრათ, მართლა არ გამოიძახოს. :დ
არასოდეს დამავიწყდება შვედეთთან ჯერ რა ასპროცენტიანი ბურთი გამაზა, და მერე იმის მაგივრად რომ სადმე გვერდით გახსნილიყო, სიჩქარეაკრებილ კვარას წინ ეღობებოდა და ფაქტობრივად ჩაგვიშალა შეტევა. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ნაკრების ფეხბურთელი არ არის.