საგოლე პასების გაკეთებაც ეხერხება; ამავდროულად კი, მარიოს არასტაბილურობა ახასიათებს და მისგან შეცდომებიც ხშირია.
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშისთვის მის ფლანგზე მოასპარეზე მცველს დიდი მნიშვნელობა აქვს - როგორ გაუთავისუფლებს ზონებს, თავად როგორ გამოიყენებს "კვარასადმი" გაზრდილ ყურადღებას, რამდენად საიმედო იქნება დაცვაში და ქართველი გარემარბის დახმარება რა
კარიერის დასაწყისში ჩვენი წერილის გმირმა სამშობლოდან ესპანური "ვალენსიას" აკადემიას მიაშურა, თუმცა ისევ პორტუგალიაში დაბრუნება მოუწია. მარიო რუი სილვა დუარტეს იტალიური კარიერა 2011 წელს, სერია "ბ"-ს "გუბიოში" დაიწყო. მალევე ამავე ლიგასა და სტატუსით "სპეციას" შემადგენლობაში გამოჩნდა. რუიმ "ემპოლიში" თავი კარგად წარმოაჩინა და "რომაში" გადავიდა. ამ დროს მისი უიღბლობა დაიწყო, ჯერ ტრავმები, შემდეგ კი ემერსონ პალმიერის კარგ ფორმაში ყოფნა, რის გამოც მარიოს, ფაქტობრივად, თამაში არ მოუწია.
176 სმ სიმაღლის რუი "ნაპოლის" 3.75 მილიონ ევროდ შეუერთდა. მალე მან "ლაციოს" კარში სადებიუტო გოლი გაიტანა. პორტუგალიელის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი (ამ დროს 34 წლის იქნება), სეზონში კი 2.1 მლნ-ს იღებს. "გუგლის" ძიების თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში მარიო ყველაზე პოპულარული 2022 წლის სექტემბერში იყო. ეს ის დროა, როცა ნეაპოლელებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს, რუი კი საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა.
მარიო რუის საკმაო ტიტულები დაუგროვდა. მალე ის იტალიის ჩემპიონი გახდება, ნეაპოლელებთან ერთად კი ქვეყნის თასი უკვე მოგებული აქვს. მარიო იმ პორტუგალიის ნაკრების წევრი იყო, რომელმაც "ერთა ლიგაზე" გაიმარჯვა. რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუი სანაკრებო განაცხადში იმყოფებოდა, კატარში კი სიაში ვერ მოხვდა.
რუის მეუღლე პოპულარული ფიტნეს-მწვრთნელი რენატა გონკალვეზეა. წყვილს 3 შვილი ჰყავს. ისინი სოციალურ ქსელებში საოჯახო ფოტოებით ნაკლებად გვხვდებიან, ორივე მათგანი საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ჩანს.
რატომ წააგო მწარედ "ნაპოლიმ" და რით აჯობა ლეაომ კვარაცხელიას? - სპალეტის ჩავარდნა...
ხვიჩას კონკურენტი და მეგობარი - ელმასი ომით, დილემებითა და ბევრი განსაცდელით ნეაპოლამდე...
"ნაპოლი" ტრანსფერებში ერკვევა - კიმის სწრაფი ევროპული ადაპტაცია და ოჯახური იდილია
წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ჩვენს "ოქროს ბიჭს"!!!