ხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

AutoSharing Option
ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ნე­ა­პოლ­ში ახლა ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. ვინ იფიქ­რებ­და, რომ სა­ხელს, რომ­ლის წარ­მოთ­ქმაც იტა­ლი­ე­ლებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ, ჯერ სავ­სე მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ერ­თხმად იყ­ვი­რებ­და, ხოლო შემ­დეგ, პა­ტა­რა იტა­ლი­ელ ბი­ჭუ­ნას ხვი­ჩას და­არ­ქმევ­დნენ.

"თუ ხვი­ჩა გოლს გა­ი­ტანს, ბავ­შვს მის სა­ხელს და­ვარ­ქმევ", "თუ სკუ­დე­ტოს მო­ვი­გებთ, შვილს ხვი­ჩას და­ვარ­ქმევ", - ეს და მსგავ­სი ფრა­ზე­ბი იტა­ლი­ელ­თა საყ­ვა­რელ ხუმ­რო­ბად იქცა, თუმ­ცა ხუმ­რო­ბა უკვე რე­ა­ლო­ბაა და ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და პირ­ვე­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ხვი­ჩა და­არ­ქვეს. ბავ­შვს მე­ო­რე სა­ხე­ლიც აქვს - და­ნი­ე­ლე.

"დიახ, ეს მარ­თა­ლია,
ბავ­შვს და­ნი­ე­ლე ხვი­ჩა და­ვარ­ქვით. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი იმის გამო მი­ვი­ღეთ, რაც წელს "ნა­პო­ლი­ში" მოხ­და. მე "ნა­პო­ლის" დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ჩემი სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­ჩე­მიც ამ გუნ­დის დიდი ქო­მა­გი იყო. 1986 წელს და­ვი­ბა­დე და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა და­მარ­ქვეს.

ბავ­შვის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ. ეს არის ჩვე­ნი, ორი­ვეს არ­ჩე­ვა­ნი.

ვფიქ­რობ, ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო ნე­ა­პოლ­ში და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სე­ზო­ნი არ ჰქო­ნო­და გუნდს, ბავ­შვს უბ­რა­ლოდ და­ნი­ე­ლეს და­ვარ­ქმევ­დით", - ამ­ბობს პა­ტა­რა ხვი­ჩას მამა და დას­ძენს, რომ "სე­რია ა"-ს მო­გე­ბას­თან ერ­თად, კვა­რა­ცხე­ლი­ას გაც­ნო­ბა მისი ოც­ნე­ბაა.

წყარო: Ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ჩაიხვიე მეგრელი და სამეგრელო ეგ საქართველო არ არის თუ ცალკე ავტონომიაა ? აი შენნაირების გამო დავკარგეთ აფხაზეთი და აქაც იგივეს აკეთებ
მაროკო
08 აპრილი 2023 09:42
2
გაფიცებ ყველაფერს იცი სიტყვა ხვიჩას მნიშვნელობა ან მისი წარმომავლობა თუ რა ენას ეკუთვნისეს სიტყვა?ან თუ იცი მანამდე თუ იცოდი სანამ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდებოდა?
რას ავარდებით ამ მეგრულის ხსენებაზე თითქოს და ვიღაც უცხოელები იყონ?...
Vajha
08 აპრილი 2023 10:52
0
ასეთების გამო კი არა შენნაირების გამო დავკარგეთ ყველაფერი განსხვავებული რომ გაღიზიანებთ,აი ეს არის სიმართლე...
MARGALONA
08 აპრილი 2023 10:48
4
ღმერთმა ჯანმრთელად უმყოფოთ პატარა.
ვაიმე, რა გიჟები არიან და როგორი შეყვარებულები თავიაანთი ქალაქის გუნდზე და ფეხბურთელებზე, შოკში ვარ!!!
დიდი RESPECT !!! ❤❤❤
აჩი
08 აპრილი 2023 00:20
1
ღმერთმა გაზარდოს,აი ეს ოჯახი დღეში რამდენჯერ იტყვის მეგრულ სიტყვა ხვიჩას და რამდენი ასეთი ოჯახი შეემატება ნაპოლის,ღმერთმა ამრავლონ,ხვიჩა მეგრული სიტყვაა და ნიშნავს კაშკაშას...
MARGALONA
08 აპრილი 2023 00:09
18
ეგ ერთი და სხვა მრავალი
muro
07 აპრილი 2023 23:20
0
ღმერთმა ჯანმრთელი და სეხნიასავით სამაგალითო ბიჭი გაზარდოს.
ენძო
07 აპრილი 2023 23:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული