"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა.

„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ.
ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

alt"ნაპოლი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

alt"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

alt"ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ" - ლეჩეს ფანები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებენ

altხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

altმიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს

altკაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ნეაპოლელი, რომ ვიყო ბაზაზთან ტრაფარეტს გავუშლიდი, ცხონებული ამაშუკელის კითხვით.
თან იმას ვფიქრობ, ტაქტიკა ხომ არაა მეთქი, ან ხვიჩას გარეშე ეჩვევიან თამაშს. ზაფხულში მიდის სადმე?
100%
08 აპრილი 2023 09:41
1
აი ერთი ერთშია ძმაო რასაც რეალში აზარს უკეთებენ რო აიგნორებენ და პასის მიცემის ნაცვლად კარში ურტყავენ და ან სხვას აძლევენ პასებს ასეა ნაპოლშიც სანამ ფეხზე არ დააჯდება 2 მცველი იქამდე პას არ უკეთებენ თანაგუნდელები. გუშინ შევნიშნე კიდეც კვარას გაბრაზება ამოუვიდა ყელში კაცს..! არაფერი გუნდი ნაპოლი არაა სხვაობას ქმნიან ხვიჩა და ოსიმენი დანარჩენი დიდი არაფერი არიან... ბედი ამათი რო სიტის ბავარიას და რეალს აცდნენ ლიგაზე რას დამართავდნენ ამათ გაფიქრებაც არ მინდა....
Roni
08 აპრილი 2023 07:36
4
ღრმა ახალგაზრდობაში გოგოს ვხვდებოდი და ერთხელაც ისე მომექცა, დღეს როგორც ნაპოლის 10 ფეხბურთელი თამაშობდა.
მკითხველები გამოჩდნენ
08 აპრილი 2023 05:31
2
კვარას პასს არავინ აძლევს , არ მინდა დავიჯერო რომ ამას სპეციალურად აკეთებენ.

სტატისტიკურად ხვიჩა, სამი დრიბლინგიდან ორ საგოლე მომენტს ქმნის . ასეთი შედეგიანი მოთამაშის საკუთარი გუნდელებისგან განეიტრალება , ცოტა არ იყოს უცნაურია.

ვფიქრობ რომ დროა, ხვიჩამ თავად ისაუბროს შიდა სამზარეულოში ამ საკითხზე, რადგან ფაქტია რომ სპალეტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

წარმატებები ჩვენებურს

ფეხბურთი
08 აპრილი 2023 01:30
3
იმედია ეს ბოლო თამაშები სპალეტის ჩანაფიქრია ლიგაზე შედეგოს დასადებად, თორე ფაქტია ეს ის ნაპოლი არაა რაც მთელი სეზონის განმავლობაში ვნახეთ… სხვათაშორის აგერ მილანის თამაშია 85 წუთი და ესეც არაა ის მილანი 4 ბურთი რო გამიტანა ნაპოლის… ანუ პიოლიც ძალებს ზოგავს მგონია… 12 ში გამოჩმდება რეალურად ვის რა ძალები შემორჩენია…
Leonardo
08 აპრილი 2023 00:42
2
საქმე ის არის, რომ მილანმა ნახევარი გუნდი დაასვენა და მიუხედავად ვერ მიგებისა მაინც კარგად თამაშოდნენ. რასაც ვერ ვიტყვი ნაპოლიზე რომელიც ხვიჩას გარეშე მართლა სოფლის გუნდია.
H
08 აპრილი 2023 10:43
1
ოსიმენი დაემტვრათ მილანთან ან ითამაშებს ან არა ,როგორც მილანთან ისე ლეჩესთან ცდილობენ რო ხშირად კვარაზე არ ითამაშონ ტრამვა არ მიიგოს რა ვერ მიხვდით.
გიო
08 აპრილი 2023 00:39
15
ასეთი რამე პირველად ვნახე, ამდონის ვარსკვლავი გყავდეს გუნდში და მთელი თამაში აიგნორებდე, ნუ არვიცი სასწაულია პირდაპირ. ან როდამდე უნდა გაგრძელდეს მარიო რუის თავხედური თამაში ტიპი აცრილია პასზე.
გიგა
08 აპრილი 2023 00:39
3
იმედია რუი გადავა სკამზე და ოლივერას დააყენებს მილანთან
რავი ანგისა ძაან "სხვაგანაა" ტიპი შენელებული კადრია, თითქოს ფეხზე კიდია თამაშიო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს(ნდომბელე ცალკე ლუზერობაა კიდე)
მარჯვენა ფლანგზე კიდე ვინ უნდა ინატრო ორივე ერთმანეთზე უარესები არიან
საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად თამაშობს ორივე და არა გუნდისთვის
და ასე არის უმეტესობა მათგანი, ოსიმენი, როცა იყო ამდენს კიდე ვერ ბედავდნენ
მოუნდათ დღეს ყველას გაბრწყინება და გოლის გატანა, ასეთი მიდგომა დაღუპავს გუნდს მილანთან. კვარა პირველ რიგში თანაგუნდელებს ყავდათ გამოთიშული ბიჭი ცენტრში შეიწია და იქ დაიწყო ხელების შლა აქა მაინც მომეცით პასიო. ხვიჩამ დროა გასახდელში "მიაკაჩავოს" პასის "ჟმოტები" თორე ასეთი "ბუნჩულობაც" არ ივარგებს ფაქტია მაგრად აიგნორებენ ეს ლუზერები. მინდა დავიჯერო ეს ორი მატჩი სპალეტის "სპექტაკლი" იყო თუ არა და ვაი ასეთ დაცვას და ცენტრს შეგვჭამს მილანი ასეთ უსუსურ უხერხემლო გუნდს და პირველი მატჩში განწირულის როლში ჩაგვაყენებს. როგორ მთელ გუნდს თამაში დაავიწყდა ტო? ეს ასე არ ხდება.
Charley
08 აპრილი 2023 00:09
3
ხვიჩა კიარუნდა ,,აკაჩავებდეს" შტერ თანაგუნდელებს, მწვრთნელი უნდა ხედავდეს და აკეთბდეს იმას, რაც მისი მოვალეობაა.
რატი
08 აპრილი 2023 01:54
0
კიი ამას დიდიხანია ძალიან ბევრი ვიძახით ვგრძნობთ და ვხედავთ უკვე აშკარაა მისი იგნორირება მთელი ამ ხნის განმავლობაში და უკვე ხმა აქვს ამოსაღები და რუიან ზელინსკიანად რამლდენიმეს უნდა შეკურთხება ქართულად ძაან თავ....ლად იქცევიან უკვე დიდიხანია! აიი ლოზანო კიდეე იმენნნა ხურუშიანია მერამდენედ უკვე თან!
T.q
08 აპრილი 2023 00:58
0
ნაპოლი ათი კაცით თამაშობდა.ხვიჩა ზედმეტად ჩათვალეს ამ ახვრებმა.
მილანთან გაუჭირდებათ ასეთი თამაშ ით.
ჯუჯი
08 აპრილი 2023 00:00
1
ამ გუნდს 33 წელია არ მოუგია სკუდეტო და არც სხვა ტიტულებითაა მაინცდამაინც განებივრებული.
დავიჯრო ჰამშიკი, კავანი და სხვანი რომ ჰყავთ ლეგენდებად, იმათ დროს წაგებული თამაშები არ ჰქონდა ნაპოლის? რატომ არის ტრაგედია რთული თამაშები, მაშინ როდესაც გუნდი თითქმის პლიუს 20 ქულითაა წინ?!
მეტიჩრობას და უკუდო ამპარტავნობას ჰგავს ეს ყველაფერი. ნეაპოლელების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდან ხომ საერთოდ.
რომელიმე გუნდი ყოფილა, რომელსაც ან წაგების გარეშე ან რთულად გადასალახი მეტოქეების გარეშე მოუგიათ ტიტულები? მაშინ რა აზრი აქვს ეგეთ თამაშებს?
ნაპოლიმ ხვიჩას უდიდესი ძალისხმევით მოახერხა ის, რომ პირველივე ტურიდან აკრიფა ქულები, მიუხედავად იმისა, რომ ფიორენტინასთან და ლეჩესთან დასაწყისშივე დაკარგა.
ისეთი შედეგიანი თამაშები დადო და ისეთი სანახაობრივი, რომ წესით ნამუსი უნდა ეყოს გულშემატკივარს და რთული მოგების მერე თავის გუნდს არ უნდა ეუბნებოდეს ეს რა ცუდად ითამაშეთო.
ლეჩესთან საერთოდ ფრეს ველოდი დღეს, თუმცა ძალიან კარგია სამი ქულა რომ წამოიღეს.
გულშემატკივარი ისეთი ხისთავიანი არ უნდა იყოს, თავისი გუნდისგან რთული თამაშები ვერ აიტანოს. როდის იყვნენ ასე განებივრებული ?
ისე იქცევიან, თითქოს ყოველ წელს სკუდეტო ხელის გულზე ედოთ და ახლა მილანთან წაგებით თუ ლეჩესთან რთული მოგებით ყველაფერი დაკარგეს.
სასაცილოა ეს მდგომარეობა. უდიდეს მადლობას უნდა უხდიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს და განსაკუთრებით ხვიჩას, რადგან უდიდესი გარდაქმნა მოახდინა გუნდში.
სიმეონეს დასცინოდნენ დღეს, ისედაც ცოტა დრო ეძლევა, გამოვიდა და ტრავმა მიიღო, მას უნდოდა ეგრე რომ მომხდარიყო? იციან საერთოდ რთულია ეგ მდგომარეობა?გულშეატკივარი გვერდით უნდა დაუდგეს თუ დასცინოს? როცა ითამაშა ყოველთვის კარგად ითამაშა სიმეონემ.
წარმოდგენაც არმინდა კვარას ერთი ფეხის დაცდენაზე რასაც გაუკეთებენ და ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ჩვენებიც აჰყვებიან.
სირცხვილია, ასე მოქცევა!
Skeleton
07 აპრილი 2023 23:58
6
ძალიან სწორი არგუმენტებია ბატონო სოსო. გეთანხმებით ყველაფერში!
წლები რომ გავა მერე გაიხსენებენ ამ გუნდს, ხვიჩას და ოსიმენის ლიდერობით, როცა უკვე არცერთი ფეხბურთელი აღარ ეყოლებათ გუნდში, და მერე დააფასებენ. სკუდეტოს ოცნებას რომ აიხდენენ ვინ იცის კიდევ რამდენი წელი მოუწევთ ლოდინი.
2023 წელია, უნდა გაიზარდოს გულშეატკივარი, მესმის ტემპერამენტიც, თავგადაკლულობაც და ფანატიზმიც მაგრამ დაფასება, განხილვა, არგუმენტების მოყვანა ჯობია ყოველი თამაშის მერე, ვიდრე უაზრო ყიყინი.
მარადონას ეგ ამბები არ მახსოვს რაც მოყევით, არ ვიცოდი. სამწუხაროა ძალიან.
ცოტა მეშინია ხვიჩა რომ ამ ფანატიკოსებში მოხვდა. არც მისი ხატების შექმნა და ბავშვებისთვის სახელის დარქმევა მახარებს დიდად...
Skeleton
08 აპრილი 2023 14:59
0
იტალია,სამხრეთის ქვეყანაა და ნეაპოლი,იტალიაშიც უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს.ჰო და ხალხიც,ისედაც ტემპერამენტიანი იტალიელების ფონზეც,"შეფრთხვენილობამდე" ტემპერამენტიანები არიან.აქედან მოდის მათი განწყობების ასეთი სწრაფი და რადიკალური ცვლილებებიც.ტემპერამენტი არც ქართველებს აკლიათ და კი ვხედავთ,როგორ ცხელ ღუმელზე დაყრილი ცერცვივით გვახტუნავებენ ,მავანნი,სპორტშიც და პოლიტიკაშიც.ჩვენ ჯერ ვყვირით და მერე ვფიქრობთ,რატომ ვყვირითო,ისინი კი,ჯერ აკეთებენ,მერე ყვირიან და მერეღა იწყებენ ფიქრს,რატომ გავაკეთეთო.დღევანდელი წამით ცხოვრობენ ისინიც და მგონი ჩვენც,ანალიზს არ აკეთებენ და რაც აქვთ იმას რომ დაჰკარგავენ,მერეღა ხვდებიან,ის,ჩვენი უტვინობით რომ დავკარგეთ,კარგი იყო,მაგრამ ვერ ვხვდებოდითო.მარადონა რომ მარადონაა,ნაპოლიდან რომ წავიდა,პოლიციამ დევნა დაუწყო და ბოლოს,კუთვნილი ფერარი,ქვეყნიდან არ გაატანინეს,ხელოვნების ნიმუშის ქვეყნიდან გატანა,არ შეიძლებაო.ფერარი კი,მაშინაც ძალიან ძვირი ღირდა.ამდენს იმიტომ ვქაქანებ,რომ ყოველთვის ასეთები იყვნენ და არც მომავალში შეიცვლებიან,.თუმცა საკმარისია ნაპოლიმ კვლავ კარგად ითამაშოს რომ ყველაფერი ცუდად ნათქვამი დაავიწყდებათ და კვლავ ექსტაზში ჩავარდებიან.მათ უკვე სჯეროდათ,რომ მათი ნაპოლი,უძლეველი გუნდი იყო და ყველას ადვილად გაუსწორდებოდა.ამ რწმენის დაკარგვას ვერ შეეგუებიან და ღმერთმა ნუ ქნას,ნაპოლის უფრო მეტად გაუჭირდეს,თავისივე მოუთმენლობით,ბოლომდე დაანგრევენ გუნდს და მერეღა დაფიქრდებიან,ის იდეალური ნაპოლი,რატომ დაიშალაო.ალბათ ამიტომ არიან ჩრდილოური გუნდები ასე სტაბილურები,თავის მიღწევებში და ასე ცვალებადები სამხრეთული კლუბები.ბოლო წლებში ხომ ნაპოლი მუდამ ბრწყინვალედ იწყებდა და ბოლომდე ვეღარ გაჰქონდათ,ლელო.შედარებით არასტაბილურები არიან,უფრო სამხრეთული რომაული გუნდებიც.ასე რომ რაღაც ლოგიკა,ამ დებულებაში,მგონი არის.
სოსო
08 აპრილი 2023 13:50
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული