"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რეალისა" და "მილანის" ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ Agi-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "როსონერის" დაპირისპირებაზე ისაუბრა და ერთმანეთს ამ 2 გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეადარა.

"ვფიქრობ, ნახევარფინალში "მილანი" გავა და ამაში უდიდეს წვლილს ოლივიე ჟირუ შეიტანს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩემპიონატის შეხვედრებისგან ძალიან განსხვავდება. "როსონერი" "ნაპოლისთან" (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა.

"მილანი" ისტორიულად ყოველთვის 4-მცველიანი სისტემით თამაშობდა. მაიკ მენიოს ძლიერი ხასიათი აქვს და უფრო რისკავს, ვიდრე ალექს მერეტი.

კიმსა და ტომორის შორის არჩევანს სამხრეთკორეელზე გავაკეთებ. ბენასერი თუ ლობოტკა? ალჟირელი ფეხბურთელი
აღმაფრთოვანებს, მას არასდროს ეშინია. "პარტენოპეისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ლეაოს და "კვარას" შედარებას, მე პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ხვიჩას. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინავს, იგი ამ მომენტში მთელ გუნდს იყოლიებს" - განაცხადა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

alt"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

altდიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

მკითხველის კომენტარები / 37 /
ლეაოს არ ვაკნინებ მაგრამ თუ რაიმეს თავი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ექნა და ასევე სერია ა ში, მინუს 20 ქულით რომ არის პირველ ადგილოსანზე უკან. კვარას პირველი სეზონია, თან სივრცეებში შეზღუდულია, და მაინც რამხელა გავლენა აქვს გუნდზე..

კვარას ჰეითერები იძახიან, ნაპოლი იმიტომ არის პირველ ადგილზე, რომ სხვა იტალიური გუნდები არიან ცუდ ფორმაშიო და მგონი ისტორიას არ ახსოვს ამდენი იტალიური გუნდი გასულიყოს მეოთხედფინალში და ასეთი ძლიერი ყოფილიყოს ჩემპიონატი.
5:1 ის მერე რაც ქართველმა იუვენტუსის ფანებმა კვარას აგინეს, მსგავსი არ მომსწრებია.

მესმის, რომ ჩამორჩენილი ქვეყნები, სადაც ფეხბურთი განვითარებული არ არის, ირჩევენ უცხოურ გუნდებს და გულშემატკივრობენ, იმიტომ რომ ფეხბურთი უყვართ და თავიანთი ქვეყანა ვერ სთავაზობს სანახაობრივ თამაშებს მაგრამ რეალობას როგორ უნდა მოგწყვიტოს იუვენტუსის ან მილანის სიყვარულმა, რომ სხვისი ნიჭი და პროფესიონალიზმი ვერ დაინახო.

არვიცი კვარას ამდენი ჰეითერი რატომ ჰყავს საქართველოში. აქ იფილტრება კომენტარები კიდე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ჩასაფრებული ჰყავს ირგვლივ.
გუშინ არსენალი ლივერპულს თუ ვინმემ უყურა, როგორ უნდა დაგაბრმაოს სხვა გუნდის სიყვარულმა, რომ ფეხბურთის სილამაზე ვერ აღიქვა.
ნაპოლი აიაქსს ვუყურებდი ჩანაწერს, 6:1 რომ მოუგო ნაპოლიმ, უბრალოდ დააკვირდით ფეხბურთის ზეიმია ნაპოლის მხრიდან, ეს ჩასაფრება და პატარა კაცის სინდრომი მითუმეტეს ქართველებმა როგორ არუნდა მოვიშალოთ.
იმის აღიარება, რომ კვარამ შეცვალა ნაპოლი და ნაპოლის წარმატება კვარა+ოსიმენის დამსახურებაა და არა სხვა გუნდების ცუდი თამაშის, ამის თქმა კატასტროფა აღმოჩნდა ქართველისთვის. (ყველას არ ეხება).

საქართველოს ჩემპიონატში თამაშისას როგორ იყვნენ ჩასაფრებული, თავი ვინმეზე მეტი რომ არ ჰგონია ამასო.
:D
Skeleton
13:35 10-04-2023
6
არის ამაში რაციონალური მარცვალი, ნაპოლიში ყველა რაღაცის დამტკიცებას ცდილობს და კვარას აღიარება ლიდერად თითქოს განგებ არ უნდათ. მაგრამ კვარა რისი კვარაა თუ ყველას არ დაანახა რა შეუძლია!
Irakli
12:18 10-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული