თუკი ხვიჩა ვიქტორს შეცვლის - კვარაცხელია ანრის გზაზე თუ ბესტის სტილში?

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი "მილანთან" თამაშს თუ შეძლებს, ამას ზუსტად ალბათ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გავიგებთ. ჯოვანი სიმეონემაც ტრავმა მიიღო და არ გვასვენებს იმაზე ფიქრი, რომ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, ახალ ამპლუაში ვიხილოთ და მილანელებთან ჩემპიონთა ლიგაზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინოს. ამას სერია "ა"-ს უკანასკნელ ტურში ნანახი ამბავი გვაფიქრებინებს. "კვარა" ძალიან მაღალი დონის გარემარბია, თუმცა მწვრთნელებს სჩვევიათ, ზოგჯერ არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღონ და ესა თუ ის ფეხბურთელი შეცვლილი ამპლუით უკეთესი გახადონ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ახლა ნეაპოლელებს სხვა სირთულეებს გაუჩენთ, რადგან გამწვავებელი პასები ბოლო
დროს გუნდს ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს.

Sportall.Ge

ტიერი ანრი

ასეთ შემთხვევებზე, პირველ რიგში, მაინც არსენ ვენგერი უნდა გაგვახსენდეს. ტურინის "იუვენტუსიდან" ლონდონის "არსენალში" გადაბარგებული ფრანგი ტიერი ანრი თანამემამულე მწვრთნელისთვის იმის თქმას აპირებდა, რომ უკან დაებრუნებინათ. ლეგენდარული ანრის უკმაყოფილებას ის იწვევდა, რომ ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანეს, სასტარტო 7 მატჩში კი გოლი ვერ გაიტანა. ბევრს არ ვიტყვით, უბრალოდ ეს ის ტიერია, რომელმაც ლონდონელთა მეტოქეების კარი 228-ჯერ აიღო და ამ ქალაქის ნამდვილ მეფედ იქცა.

მეორე ისტორიაც ვენგერს უკავშირდება. რობინ ვან პერსი ნიდერლანდებში ფორვარდად გამოდიოდა, უფრო მეტად კი გარემარბთან ასოცირდებოდა. "არსენალში" თამაშისას კი ის, როგორც ცივსისხლიანი თავდამსხმელი გახდა. მან ასევე, "ათიანის" თვისებებიც გამოავლინა და ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა. მწვრთნელის როლი ზოგჯერ მართლაც განუზომლად დიდია.

Sportall.Ge

ჯორჯ ბესტი

ასაკთან ერთად, ფლანგიდან შუაში შეწევა ცოტა სხვა ფენომენია, რომლის კლასიკური მაგალითი კრიშტიანო რონალდოა. ამავდროულად, არაერთი მაღალი დონის გარემარბი ვიცით, რომელთაც პოზიცია არასდროს შეუცლიათ - გარინჩა, ფრანსისკო ხენტო, ლუის ფიგუ, ისევ "არსენალელი" რობერ პირესი თუ ჯორჯ ბესტი, რომლის სტილსაც ასე ამსგავსებენ ხვიჩას სათამაშო მანერას (და არამც და არამც ბესტის ცხოვრების წესს) - დრიბლინგები, გოლის გატანის უნარი, ორივე ფეხით თანაბრად თამაში...  "კვარას" წინ დიდი კარიერა აქვს და მართლაც საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება, სხვა მწვრთნელი თუ კლუბი უფრო სად დაინახავს მას.

Sportall.Ge

პელე და გარინჩა

"ნაპოლის" ნსგავსი ისტორია თავადაც. აქვს, როცა დრის მერტენსი ე.წ. ცრუფორვარდის პოზიციაზე ძალიან შედეგიანად ათამაშდა. თავდაპირველად, მისი აქ გამოჩენაც იძულებითი იყო. 

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მთავარი აფიშა "სიტისა" და "ბაიერნის" წყვილია, თუმცა ჩვენ იტალიურ დაპირისპირებაზე ვმსჯელობთ. "სან სიროზე" გუნდები ოთხშაბათს, 12 აპრილს ითამაშებენ.

altოსიმენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის - იტალიური გამოცემა ახალ დეტალებზე საუბრობს

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩას და ოსიმენის გარეშე ნაპოლი არის ნული.
დათო
10 აპრილი 2023 18:55
3
ოსიმენის გარეშე ნაპოლი არის ნული .
დათო s
11 აპრილი 2023 02:19
2
ხვიჩა ოსიმენს ვერ შეცვლის, იმიტომ რომ პასის მიმცემი არავინ ეყოლება, მეორე ხვიჩას თუ დაამატებენ მაშინ კი ბატონო!
სააკაძე
10 აპრილი 2023 22:06
1
სპალეტი დაცვას მიხედე, დაცვას!!!
არაა ეს ის მილანი, ამ ნაპოლის რომ უნდა უგებდეს, მაინც მგონია რომ გადამწყვეტი დაცვის თამაში იქნება.
ხვიჩას კიდე მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, რაღაც ნამეტანი ბევრ პასს იძლევა
ზურა
10 აპრილი 2023 20:49
4
თუ ოსიმენი ვერ შეძლებს თამაშს,ხვიჩა დააყენეთ მის პოზიციაზე,მარცხნივ ელმასი,მარჯვნივ ლოსანო,ლობოტკაც და ზელინსკი შუაში,დანარჩენები როგორც გინდათ და მოვიგებთ რამენაირად მილანში,ოღონდ დაცვამ თავი უნდა გადადოს,სხვანაირად გაჭირდება!
ზაზა
10 აპრილი 2023 18:52
2
ხვიჩას მოედნის ხედვა და ტექნიკა,ყველა შემტევ პოზიციაზე გამოდგება.ის არ არის ოსიმენივით დინამიტი და ძალიან პასიურია მაღალ ბურთებზე ბრძოლაში,თუმცა თუ რასპადორი ისევ ისე სუსტად ითამაშებს,როგორც ელჩესთან,მაშინ ხვიჩას დაყენება,ნადვილად უფრო შედეგიანი იქნება.მის პოზიციაზე,ელმასიც საკმაოდ კარგია. ხვიჩას ფლანგიდან კი, როცა კარის წინ მისამართი არა აქვს,ხვიჩას შეტევა,ეფექტს ჰკარგავს.სამი მცველის მოტყუება,ასეთი დონის მატჩებში,ერთი ორჯერ თუ გამოგივიდა,ეგეც კარგია და მაშინაც თუ პასს ვერავის მისცემ,კიდევ უფრო გაჭირდება.ცენტრიდან მას შეუძლია ფლანგებზე პასების გადანაწილება და კედლით თუ დრიბლინგით,საჯარიმოში შეჭრაც.საჯარიმოს გარედანაც რომ დიდებულად ურტყავს,ესეც ხომ გვინახავს.ასე რომ სპალეტიც ძალიან დაფიქრდება ამაზე.ელჩესთან ტყუილად ხომ არ დააყენა ბოლო წუთებში, მაგ პოზიციაზე?!პირველი თამაში მილანშია და ცხადია,მილანი ეცდება,უფრო შემტევად ითამაშოს.ამ შემთხვევაშიც,ხვიჩას ცენტრში,კარის სიახლოვეს ყოფნა და კონტრშეტევის შიშში ყოფნა,უფრო შებოჭავს მეტოქეს,ვიდრე ცუდ ფორმაში მყოფი რასპადორი.თუ რასპადორი ფორმაში შევიდა,ან ოსიმენმა მოასწრო გამოჯანმრთელება,რა თქმა უნდა ეს მსჯელობები აზრს დაკარგავს და ხვიჩას ადგილიც საკუთარ ფლანგზე იქნება.
სოსო
10 აპრილი 2023 18:20
3
დაახლოებით ნახევარი საათის წინ,კრისტალსპორტზე დაიწერა,რასპადორიც ტრავმირებულიაო!გამოდის ცენტრში,ძალიან გამოუცდელი ძერბინიღა ჰყავთ,ცენტრში სათამაშოდ.ვარჯიშზე ცრუცხრიანზე ავარჯიშესო კვარა და თუ ოსიმენი ვერ გამოჯანმრთელდა,სავარაუდოდ,სწორედ ხვიჩა იქნება,შეტევის ცენტრში.
სოსო
10 აპრილი 2023 22:26
1
სიამოვნებით ვიხილავდი კვარას 10-იანზე.
ჯიჯი
11 აპრილი 2023 00:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული