თუკი ხვიჩა ვიქტორს შეცვლის - კვარაცხელია ანრის გზაზე თუ ბესტის სტილში?

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი "მილანთან" თამაშს თუ შეძლებს, ამას ზუსტად ალბათ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გავიგებთ. ჯოვანი სიმეონემაც ტრავმა მიიღო და არ გვასვენებს იმაზე ფიქრი, რომ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, ახალ ამპლუაში ვიხილოთ და მილანელებთან ჩემპიონთა ლიგაზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინოს. ამას სერია "ა"-ს უკანასკნელ ტურში ნანახი ამბავი გვაფიქრებინებს. "კვარა" ძალიან მაღალი დონის გარემარბია, თუმცა მწვრთნელებს სჩვევიათ, ზოგჯერ არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღონ და ესა თუ ის ფეხბურთელი შეცვლილი ამპლუით უკეთესი გახადონ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ახლა ნეაპოლელებს სხვა სირთულეებს გაუჩენთ, რადგან გამწვავებელი პასები ბოლო
დროს გუნდს ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს.

Sportall.Ge

ტიერი ანრი

ასეთ შემთხვევებზე, პირველ რიგში, მაინც არსენ ვენგერი უნდა გაგვახსენდეს. ტურინის "იუვენტუსიდან" ლონდონის "არსენალში" გადაბარგებული ფრანგი ტიერი ანრი თანამემამულე მწვრთნელისთვის იმის თქმას აპირებდა, რომ უკან დაებრუნებინათ. ლეგენდარული ანრის უკმაყოფილებას ის იწვევდა, რომ ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანეს, სასტარტო 7 მატჩში კი გოლი ვერ გაიტანა. ბევრს არ ვიტყვით, უბრალოდ ეს ის ტიერია, რომელმაც ლონდონელთა მეტოქეების კარი 228-ჯერ აიღო და ამ ქალაქის ნამდვილ მეფედ იქცა.

მეორე ისტორიაც ვენგერს უკავშირდება. რობინ ვან პერსი ნიდერლანდებში ფორვარდად გამოდიოდა, უფრო მეტად კი გარემარბთან ასოცირდებოდა. "არსენალში" თამაშისას კი ის, როგორც ცივსისხლიანი თავდამსხმელი გახდა. მან ასევე, "ათიანის" თვისებებიც გამოავლინა და ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა. მწვრთნელის როლი ზოგჯერ მართლაც განუზომლად დიდია.

Sportall.Ge

ჯორჯ ბესტი

ასაკთან ერთად, ფლანგიდან შუაში შეწევა ცოტა სხვა ფენომენია, რომლის კლასიკური მაგალითი კრიშტიანო რონალდოა. ამავდროულად, არაერთი მაღალი დონის გარემარბი ვიცით, რომელთაც პოზიცია არასდროს შეუცლიათ - გარინჩა, ფრანსისკო ხენტო, ლუის ფიგუ, ისევ "არსენალელი" რობერ პირესი თუ ჯორჯ ბესტი, რომლის სტილსაც ასე ამსგავსებენ ხვიჩას სათამაშო მანერას (და არამც და არამც ბესტის ცხოვრების წესს) - დრიბლინგები, გოლის გატანის უნარი, ორივე ფეხით თანაბრად თამაში...  "კვარას" წინ დიდი კარიერა აქვს და მართლაც საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება, სხვა მწვრთნელი თუ კლუბი უფრო სად დაინახავს მას.

Sportall.Ge

პელე და გარინჩა

"ნაპოლის" ნსგავსი ისტორია თავადაც. აქვს, როცა დრის მერტენსი ე.წ. ცრუფორვარდის პოზიციაზე ძალიან შედეგიანად ათამაშდა. თავდაპირველად, მისი აქ გამოჩენაც იძულებითი იყო. 

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მთავარი აფიშა "სიტისა" და "ბაიერნის" წყვილია, თუმცა ჩვენ იტალიურ დაპირისპირებაზე ვმსჯელობთ. "სან სიროზე" გუნდები ოთხშაბათს, 12 აპრილს ითამაშებენ.

altოსიმენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის - იტალიური გამოცემა ახალ დეტალებზე საუბრობს

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩას მოედნის ხედვა და ტექნიკა,ყველა შემტევ პოზიციაზე გამოდგება.ის არ არის ოსიმენივით დინამიტი და ძალიან პასიურია მაღალ ბურთებზე ბრძოლაში,თუმცა თუ რასპადორი ისევ ისე სუსტად ითამაშებს,როგორც ელჩესთან,მაშინ ხვიჩას დაყენება,ნადვილად უფრო შედეგიანი იქნება.მის პოზიციაზე,ელმასიც საკმაოდ კარგია. ხვიჩას ფლანგიდან კი, როცა კარის წინ მისამართი არა აქვს,ხვიჩას შეტევა,ეფექტს ჰკარგავს.სამი მცველის მოტყუება,ასეთი დონის მატჩებში,ერთი ორჯერ თუ გამოგივიდა,ეგეც კარგია და მაშინაც თუ პასს ვერავის მისცემ,კიდევ უფრო გაჭირდება.ცენტრიდან მას შეუძლია ფლანგებზე პასების გადანაწილება და კედლით თუ დრიბლინგით,საჯარიმოში შეჭრაც.საჯარიმოს გარედანაც რომ დიდებულად ურტყავს,ესეც ხომ გვინახავს.ასე რომ სპალეტიც ძალიან დაფიქრდება ამაზე.ელჩესთან ტყუილად ხომ არ დააყენა ბოლო წუთებში, მაგ პოზიციაზე?!პირველი თამაში მილანშია და ცხადია,მილანი ეცდება,უფრო შემტევად ითამაშოს.ამ შემთხვევაშიც,ხვიჩას ცენტრში,კარის სიახლოვეს ყოფნა და კონტრშეტევის შიშში ყოფნა,უფრო შებოჭავს მეტოქეს,ვიდრე ცუდ ფორმაში მყოფი რასპადორი.თუ რასპადორი ფორმაში შევიდა,ან ოსიმენმა მოასწრო გამოჯანმრთელება,რა თქმა უნდა ეს მსჯელობები აზრს დაკარგავს და ხვიჩას ადგილიც საკუთარ ფლანგზე იქნება.
სოსო
10 აპრილი 2023 18:20
3
მე მახსოვს, როცა მეტი გზა არ იკო თბილისის დინამოში ცენტრფორვარდის ადგილდზე დროებით უთამაშიათ მაჩაიძეს და ჩივაძესაც
ვახო 10
10 აპრილი 2023 15:12
0
კითხვა მაქვს: კვარა რომ ფორვარდად დააყენონ, მისთვის პასის მიმცემი ვინ ყავს ნაპოლის?
ქუთაისელი
10 აპრილი 2023 14:32
1
გეტყოდი ჟიელინსკი ან ანგისა თქო მარა ბოლო რამდენიმე თვეა ვერცერთი ვერაფერს აკეთებს. არადა მსოფლიომდე ორივე კარგი იყო
რამერავი
10 აპრილი 2023 18:40
1
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნაპოლიში ყველა მოთამაშე არ არის მოწყალე პასების მხრივ, რიგ შემთხვევაში გუნდურობა აკლიათ, ხვიჩამ კი ამ მხრივ უკვე გამოირჩევა, არა მარტო თავის თავის წარმოჩენაზე მუშაობს, არამედ ცდილობს - გუნდელებისთვის ხელსაყრელი სიტუაცია შემნას. მეორე უპირატესობა არის ის, რომ დარტყმაც კარგი აკვს, მცირედი უპირატესობის (მცველის მოტყუეობის) მოპოვების შემთხვევაშიც, შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს, ამისთვის აღარ დასჭირდება ფლანგიდან ცენტში შეწევა და სისწრაფეში გადაწყვეტილების მიღება (მცველებით გარშემოტყმულს), ვფიკრობ, რომ ლობოტკაც ხშირად იპოვის მას კონტრშეტევებზეც.. ილმასი კი მარცხენა ფლანგს უფრო გაკაჩავს ვიდრე ცენტს.. ყოველშემთხვევაში საშუალო გუნდებთან მისი გამთამაშებლად თუ ფორვარდად მოსინჯვა ღირს.
კვარადონა
10 აპრილი 2023 13:22
1
თუ თავის თავზე მუშაობას არ შეწყვეტს, კვარა შეცვლის რეალში ბენზემას და ყველა შანსი ექნება, რომ ამ სუპერკლუბში თავისი ეპოქა შექმნას, ანუ ბუტრაგენიოს, რაულის, ბენზემას ეპოქების მერე იქნება კვარას ეპოქა. ანჩელოტის ინტერესს მე ასე ვამართლებ ქარიმის ასაკიდან გამომდინარე, თორემ ახალგაზრდა ვინისიუსი როცა გყავს, მის ალტერნატივად განსახილველი 100 მილიონიანი ფეხბურთელით არ უნდა დაინტერესდე.
qomagi
10 აპრილი 2023 13:10
7
Milans shansi ar aqvs. Napoli uralod qvaqvaze ar datovebs. Milans mogebuli aq 4-0 da fsiqologiurad eg uaresia.

Chemi prognozi - milani 1 - 5 napoli
Ttt
10 აპრილი 2023 13:05
16
ღმერთმა გისმინოს
სვანსკი
11 აპრილი 2023 11:02
0
ცხრიანზე რა გითხრათ და ათიანზე ხვიჩას ხილვა საინტერესო იქნებოდა
papai
10 აპრილი 2023 12:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული