"შანსი არ არის! მეც არასდროს დავუჭერ მხარს ასეთ რაღაცას - 10 ნომერი მარადონასია" - ბადრი კვარაცხელია

AutoSharing Option
გაზეთში "კვირის პალიტრა" გამოქვეყნებულია ექსკლუზიური ინტერვიუ ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან, რომელსაც ჟურნალისტი რატი შელეგია ბათუმში შეხვდა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. მათ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის - ხვიჩას უმცროს ძმაზე, თორნიკეზე, რომელიც ასევე ფეხბურთელია.

გთავაზობთ ეპიზოდს ინტერვიუდან

- გიხარიათ, როცა თქვენს შვილს ამა თუ იმ ლეგენდარულ მოთამაშეს ადარებენ?
- ხვიჩას თავისი სტილი აქვს, თავისი­ კერპიც ჰყავს, მაგრამ ვინმესთან შედარება­ მაინც არასწორი მგონია. მარადონას რომ ადარებენ, "კვარადონას" ეძახიან, ამაზე დიდი შეფასება რა უნდა იყოს?!
ჩემი შვილი ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე რომ თამაშობს, უკვე ეს არის უდიდესი პატივი. ძალიან გამახარა ხვიჩას სიტყვებმა - მადლობა, მარადონას რომ მადარებთ, მაგრამ პირადად მე დიეგოს თავს არასდროს შევადარებ! ვეცდები, კარგი თამაშით ქომაგები გავახარო, მაგრამ შედარებები არასწორი მგონიაო. ბოლო დროს, ხშირად რომ წერენ: დროა, "ნაპოლის" 10-ნომრიანი მაისური ხვიჩამ გადაიბაროსო, შანსი არ არის! მეც არასდროს დავუჭერ მხარს ასეთ რაღაცას - 10 ნომერი მარადონასი იყო და მუდამ მისი იქნება! "ნაპოლიში" ხვიჩა­ არასდროს ჩაიცვამს 10-ნომრიან მაისურს! არც გადავა იტალიის სხვა კლუბში. მაგალითად, "ფიორენტინაში" შეიძლება ჩაიცვას 10 ნომერი, "სასუოლოში" ან "ლაციოში", მაგრამ ნეაპოლში - არასდროს! ხვიჩამ უკვე გააუმჯობესა რამდენიმე რეკორდი, თუმცა დიეგო "ფეხბურთის ღმერთია" და სხვა განზომილებაშია. მარადონამ რაც გააკეთა,­ ნეტავ ხვიჩამ იმის ნახევარს მიაღწიოს.

- ცოტა ხნის წინ ხვიჩამ თავისი საყვარელი მოთამაშისგან - გუტისგან, მიიღო საჩუქრად ავტოგრაფიანი მაისური... იქვე თქვა, მეც მაქვს გუტისთვის საჩუქარი და გავუგზავნიო... ხომ არ უთქვამს, რა უნდა აჩუქოს?
- არ გვეუბნება და არც ჩვენ ვეკითხებით. ისე, ხვიჩას სხვების გახარება უფრო უყვარს, ვიდრე საჩუქრების მიღება. ჩვენთვის მთავარი საჩუქარი მაინც ის არის, ნეაპოლის "დიეგო არმანდო მარადონაზე" შეკრებილი 55 ათასი მაყურებელი "კვარაცხელიას" რომ გაჰყვირის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბადრი სწორად ამბობ 10 ნომრიან მაისურთან დაკავშირებით,შენი შვილია და უკეთ იცი,მე ჩემს მოკრძალებულ აზრს გავიმეორებ:ხვიჩა ქართველებისთვის შვილივითაა, რასაც ხვიჩა სიხარულს გვჩუქნის,ღმერთმა ერთი ათასად დაუბრუნოს თქვენს ლამაზ ოჯახს და პირადად მასაც,მაგრამ აქ არის ერთი მთავარი რამ,უმთავრესი ყველაფერზე,ეს არის ხალხის სიყვარული და აღიარება,პირველი უკვე მოიპოვა ხვიჩამ,მეორეს დრო სჭირდება,დაველოდოთ და თუ ნეაპოლში ამას გადაწყვეტენ წინააღმდეგობას ნუ გავუწევთ,იმიტომ რომ ხალხი ბრძენია!
ზაზა
15:35 14-04-2023
1
"ლივერპულის" ვარიანტს მიაწექით ბადრი! ხვიჩა იქ კიდევ უფრო გაიბრწყინებს!
ურო
09:06 14-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული