fichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ლივერპულის" მთავარი სამიზნე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდება და თუ 130 მილიონ ევროდ შეიძინეს, ეს სერია A-ს რეკორდი იქნება.

გამოცემა წერს, რომ "ლივერპული" ახალგაზრდა ქართველის ხელში ჩაგდების სურვილითაა შეპყრობილი, რომელიც უკანასკნელი თვეების ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიადესი სენსაციაა, "ნაპოლის" ლიდერია, გუნდს ჩემპიონობისკენ მიუძღვის და ევროპის წამყვანი კლუბები მისი სამსახურით დაინტერესდნენ.

"კვარაცხელიასადმი "წითლების" ინტერესი იმდენად მაღალია, რომ მზად არიან საკმაოდ კარგი წინადადებით მიმართონ, რათა მომავალ სეზონში "ენფილდის" ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად აქციონ. იურგენ კლოპის გუნდმა გასულ
სეზონში სადიო მანე დაკარგა, ახლა რობერტო ფირმინოს გარეშე დარჩება, ამიტომ თაობათა ცვლისთვის და შეტევის ხაზის გადასაწყობად ახალი, დიდი ტალანტი სჭირდება.

კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, მისმა ფასმა მკვეთრად მოიმატა, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნების გათვალისწინებით კი, ტრანსფერის გასაჩარხად "ლივერპულს" და სხვა დაინტერესებულ კლუბებს ზაფხულში სერიოზული თანხის გაღება მოუწევთ. ბრიტანელები მზად არიან 130 მილიონი გადაიხადონ და ამ შემთხვევაში "კვარა" სერია A-დან ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება".

მკითხველის კომენტარები / 30 /
Klopo spaletisgan gansxvavebit ruis gaushlida xelebs da dauyvirebda mainc pass rato ar idzlevio magashi magaria klopo melotas jobia magram liverpulshi ar mgonia kvara wavidodes
289
14 აპრილი 2023 09:40
4
აქ რამოდენიმეს უხდიან ფულს რომ კვარაცხელიაზე სწრაფად დაწეროს საქებარი სიტყვები..ერთერთი არის-!! ამ ინიციალებით.კვარაცხელიას დაქირავებული ყავს დაადასტურ ა თვითონ…
Gaga
13 აპრილი 2023 23:48
35
მაგ სიმართლით იარე
ოჰოჰ
14 აპრილი 2023 00:59
3
რას ბოდავ?!
?1
14 აპრილი 2023 03:41
3
Zhapari... belingemis puli ar aaaqvvt realurad liverpuls centrshi aqvs problema...xvicha ar memeteba liverstvis, minimum ori sezoni neapolshi unda darches mere win da win mtavaria janmrtelad iyos!!!!
L.J .
13 აპრილი 2023 21:14
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული