"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
გუშინ ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" მზადაა, "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარტენოპეის" 130 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო გალომ გააკეთა. მისი თქმით, ქართველს მალე პირადად იურგენ კლოპი დაუკავშირდება, თუმცა "კვარას' გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჯერჯერობით გუნდის შეცვლას არ გეგმავს.

"ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კოლეგებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, ტრანსფერის ინიციატორი პირადად "სქაუზერთა" თავკაცი იურგენ კლოპია. ქართველის სურვილია "ნაპოლიში" დარჩეს, თუმცა მალე პირადად გერმანელი სპეციალისტი დაუკავშირდება და მის დაყოლიებას ეცდება. მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს.
ისინი შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავენ" - განაცხადა გალომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altfichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

alt"შეეგებეთ კვარაცხელიას" - ჩემპიონთა ლიგის გვერდი ხვიჩას ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

alt"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნაპოლის კარგი რაც აქვს ესაა გულშემატკივრები და ისტორია.
მწვრთნელი - ხვიჩას სტილის ფეხბურთელისთვის არაა შესაფერისი და ვხედავთ როგორ შეუცვალა სათამაშო სტილი ფეთქებადი, არაპროგნოზირებადი, შოუს დამდგმელი ფეხბურთელისგან თითქმის ლოზანო/პოლიტანოდ აქცია (უბრალოდ ხვიჩას კლასი მაინც თავისას შვება).
ფეხბურთელები - ოსიმენი და დი ლორენცოს გარდა ყველა საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელია და ამ გუნდში სტაბილურ დიდ წარმატებებზე ფიქრი ზედმეტია. არაფერს ვამბობ რამდენიმე ფეხბურთელის (მარიო რუი, ზელინსკი, პოლიტანო . . .) ეგოისტურ დამოკიდებულებაზე ხვიჩას მიმართ, რასაც ჩვენი პროფესიონალი სპალეტი არც იმჩნევს და გუნდს აზარალებს.
ასე რომ ჩემი აზრით ლივერპულში, კლოპთან ხვიჩა უნდა წავიდეს.
ნიკა
16:01 14-04-2023
6
მე ვარ მომხრე ისეთ გუნდში იყოს სადაც ითამაშებს.
ლივერპულში მართლაც რომ ითამაშებს თავისი კალიბრის ბიჭებთან ერთად.
მარიო რუიმ და ზოგ-ზოგმა რუბინი და იევტიჩი მომაგონა მარტო დესპოტს რო აძლევდა პასების.
ისედაც-პრემიერლიგაში ყოველ ჯერზე ეთამაშება სიტის,არსენალს,მანჩესტერს ჩელსის,ნოხლიერებულ ნიუკასლის და რა ვიცი-ჩიტის ადგილი ხო ცაშია.
კლიმატზე რასაც წერთ რუსეთის სკოლა აქვს გავლილი,არ გვეშინია სიცივის და მეორე-
ახლა დაწერენ "პროფესორები" თვით მუდრიკმა ვერ გაქაჩა და ხვიჩამ თავი შეიკავოსო.
კლოპთან უფრო გაიზრდება ვიდრე სპალეტისთან,
მე მომხრე ვარ წავიდეს
Levani
13:42 14-04-2023
2

სიახლეები პოპულარული