L'EQUIPE: "ბორდოში" დავითაშვილის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

AutoSharing Option
l'Equipe-ის ჟურნალისტის, ვენსან რომენის ცნობით, "ბორდო" ზურიკო დავითაშვილს ბათუმის "დინამოდან" გამოისყიდის.

წყაროს ცნობით, ჟირონდელები დავითაშვილის თამაშით კმაყოფილები არიან და ბათუმელთათვის 1.25 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადეს.

ცნობილია ისიც, რომ ფეხბურთელმა და კლუბმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში "ბორდოს" მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

დევიდ გიონის გაწვრთნილი კლუბი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 56 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ლ'ავრს" 5 ქულით ჩამორჩება.

alt"ეს ყველაზე მომხიბვლელი ვარიანტი იყო" -

ზურიკო დავითაშვილი

alt"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

altზურიკო დავითაშვილი ბათუმის "დინამოს" დაემშვიდობა

მკითხველის კომენტარები / 7 /
გასაგებია რატომ არ თამაშობს ბოლო თამაშები-ფასს იგდებდნენ გამოსასყიდად,
სულ ძირითადში ათამაშებენ და 15გოლს გაატანინებენ მერე 10 მილიონად რო იყიდონ? ანუ იმედია სწორად ვფიქრობ და აწი ითამაშებს
Levani
16:41 14-04-2023
4
გილოცავ ზურიკო, ეჭვიც არ მეპარება, რომ ბორდო ძალიან იხეირებს ამ ტრანსფერით, ყველაზე მინიმალურადაც რომ განვითარდეს ზურიკოს კარიერა 10-15 მილიონს მაინც მიაღწევს უახლოეს 2 წელში. ისე კი დიდი იმედი მაქვს, რომ ზურიკო ძლიერ ლიგაში უფრო გამოჩნდება,მისი არაორდინალური გადაწყვეტილებები, ისეთ გუნდს და ლიგას მოუხდება, სადაც ამის საშუალებას მისცემს უკანა ხაზი და თან სტარდარტულად დახარული ისრებით მოძრავი ფერადკანიანი ლეგიონერები ვერას გახდებიან. სალაჰის მაგალითი მახსოვს, მთელი მისი კარიერა ეძახდნენ, რომ ფაფხურა და უსარგებლო იყო,თუმცა როცა დალაგებულ ლივერში მოხვდა რა დონეზე ათამაშდა ხედავთ.
უვიცი
16:08 14-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული