იტალიის ნაკრებისა და "ინტერის' ყოფილი მცველი დანიელე ადანი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "მილანის" (1:1) დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "პარტენოპეის" რიგებში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა ვიქტორ ოსიმენმა ქართველის დახმარება ვერ შეძლო.
"ნაპოლიდან" ხვიჩა საუკეთესო გახლდათ. დარწმუნებული ვარ, სხვა დროს ასეთ მომენტს გამოიყენებს. თუმცა არ ვაპირებ 22 წლის ფეხბურთელი ამის გამო გავაკრიტიკო. ოსიმენმა ქართველს დახმარების ხელი ვერ გაუწოდა. "მილანი" თავს კარგად იცავდა. მენიო? გუშინდელ მატჩში მერეტი უკეთესი იყო" - განაცხადა ადანიმ
Bobo TV-ის ეთერში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე
სეზონში ყველა ტურნირზე 35 შეხვედრა გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 საგოლე პასით გამოიჩინა.
ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...
"დღეს "კვარას" აცრემლიანებული თვალები მახსენდება და ამით ვამაყობ" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს
ზელინსკი: მატჩის შემდეგ მსაჯებთან მივედი, იცით, რა მითხრეს?
რონალდომ ,როცა ის მადრიდის რეალში თამაშობდა,2013 წელს გრანადასთან თამაშის დროს საკუთარ კარში გაიტანა ბურთი,რეალმა ის თამაში წააგო,მაგრამ,რონალდო არავის არ გაუკრიტიკებია და თავადაც თავი არ მოუკლავს,პირიქით ამის შემდეგ მან რამდენი სიხარული აჩუქა გულშემატკივრებს.
მაგრამ ისინი დარჩენ ლეგენდებად,ასე იქნება ხვიჩააც,ჩვენი კვარა,კვარავაჯო და კვარადონა.
სხვგვარად კვარა ვერ გაიზრდება
ეს შეცდომები ბევრ რამეს ასწავლის