იტალიის ნაკრებისა და "ინტერის' ყოფილი მცველი დანიელე ადანი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "მილანის" (1:1) დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "პარტენოპეის" რიგებში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა ვიქტორ ოსიმენმა ქართველის დახმარება ვერ შეძლო.
"ნაპოლიდან" ხვიჩა საუკეთესო გახლდათ. დარწმუნებული ვარ, სხვა დროს ასეთ მომენტს გამოიყენებს. თუმცა არ ვაპირებ 22 წლის ფეხბურთელი ამის გამო გავაკრიტიკო. ოსიმენმა ქართველს დახმარების ხელი ვერ გაუწოდა. "მილანი" თავს კარგად იცავდა. მენიო? გუშინდელ მატჩში მერეტი უკეთესი იყო" - განაცხადა ადანიმ
Bobo TV-ის ეთერში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე
სეზონში ყველა ტურნირზე 35 შეხვედრა გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 საგოლე პასით გამოიჩინა.
ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...
"დღეს "კვარას" აცრემლიანებული თვალები მახსენდება და ამით ვამაყობ" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს
ზელინსკი: მატჩის შემდეგ მსაჯებთან მივედი, იცით, რა მითხრეს?
ძალიან ნერვიულობდა ამ დიდი პასუხისგებლობის ქვეშ მაგრამ თერთმეტი კაციდან რომ პენალტის დარტყმა ვერავინ ვერ გარისკა მის გარდა, მაგაშია საქმე და საერთოდ არ ამართლებს მის თანაგუნდელებს რომ თამაშის წინ ჯერ კიდევ "ჭყინტ" კვარაცხელიას დავალებული ჰქონდა რომ მას უნდა დაერტყა, აგერ ოსი ან კაპიტანი დილორენცო მისულიყო დასარტყმელ ნიშნულთან მაგრამ მათაც სხვებივით შეეშინდათ და ეს ტვირთიც კვარამ აიღო მის "ბეჭებზე". ჩვენც ვითხოვდით დაარტყმევინეთო, მაგრამ 50% აქვს დადებითი შედეგი პენალტისას, და პლიუს 7-8 ცალი სერიოზული პენალტის დარტყმის გამოცდილება.
ზოგადად ადამიანური ტრაგედიაა რაც გუშინ დაემართა. აკიდეს ბევრი ტვირთი. თვითონაც აიკიდა და პლიუს აკიდეს. ყოვლისშემძლეობის მოლოდინები აკიდეს, გარანტირებულად გოლის გატანის მოლოდინები აკიდეს, პენალტი შენ უნდა დაარტყა აკიდეს. თვითონ კი 22 წლისაა, რატომ იტყვის უარს?! ჰოდა ტრაგედიაა ამაში რომ გაიჭედა.
გუნდი რომ ასეთ ცუდ ფორმაშია ახლა და ასეთ გუნდში უწევს თამაში, ეგეც მაგისი ტრაგედია აღმოჩნდა. ნახეთ სქრინები სადაც კვარა ჩანს ბურთით, მილანის ხუთი ფეხბურთელია სულ მასთან, იქეთ დამატებით ოთხი მილანელი საჯარიმოში კადრში კვარაცხელიას გარდა, საპირისპიროდ ერთი, ან ორი ნაპოლის ფეხბურთელი. ანუ მარტო მას შეეტენა გუნდის თრევა. მაგრამ ვის აგინებენ?! ისევ მას. რატომ?! რატომ და ინიციატივა დასჯადია ამ დედანატირებ სამყაროში. ვინც მიათრევს იმას აჯდება ყველა ზურგზე და თან აგინებენ ყველას რატომ ვერ გვათრევო.
იცით რატომ ადარებენ ლეაოს და ამ ბოლო ორ შეხვედრაში რატომ აქებენ ლეაოს. გასაგებია რომ მოქნილია სწრაფად დარბის, გაასწრო ქეციან რახმანის. რაღაცეებს ვერ წაართმევ, მაგრა ვინ ჩემი ფეხებია განსაკუთრებული?! იმიტომ აქებენ რომ ტიპს ზურგზე არაფერი არ კიდია, გაიტანა გოლი - საღოლ ლეაო, ვერ გაიტანა, ან საერთოდ იცოხნებოდა, როგორც უამრავ თამაშში აკეთებს, სულ ფეხზე ჰკიდია ლეასოსაც და გულშემატკივარსაც. ხვიჩას კი შედეგის გარანტირებულად დადების ვალდებულება აეკიდა, რადგან ლეაოს შემთხვევაში, თუ ლეაო ვერ თამაშშობს, ჟირუ ან ვინმე სხვა აიკიდებს გუნდს, დაცვა აიკიდებს ბოლოსდაბოლოს. ხვიჩას შემთხვევაში ეგრე არ არის, იმაშიც კი ვერ ეხმარება გუნდი რომ რამდენიმე მეურვე თავისკენ მაინც გადაქაჩოს ვინმემ, რომ ყველა ამას არ ეგდეს თავზე. აბა, მაგალითისთვის დაუშვით რომ, იმ ორი სასწაული გასვლიდან რომელიც გუშინ გააკეთა ერთერთი რო არ აეცილებინა (არ ვამათლებ რომ ააცილა, მაგისთვის. პირიქით, ვერ ვპატიო იქ ბოლომდე არ მობილიზება და აცილება), მაგრამ აბა გაეტანა?. ხომ აზრზე ვართ რას ილაპარაკებდნენ უკვე მასზე. ხოლო ახლა სხვა სურათია. ლეაო არა იხვი, ამ კონტექსტში არც უნდა შეადარო თუ ჩასაფრებული არ ხარ ხვიჩას ფეხის გადაბრუნებაზე. აბა ერთი გუნდები გაეცვალათ გუშინ ლეაოს და კვარაცხელიას. ხვიჩა ბურთიანად შევიდოდა ალბათ ნაპოლის კარში და ლეაო იდგებოდა ლამასავით გვერდით ხაზთან და ბალახს მოძოვდა.
მაგრად შემეცოდა გუშინ. თავიდან გავბრაზდი, მერე სევდას მივეცი ამ ტრაგედიაზე. საფეხბურთო, ლოკალურ ტრაგედიაზე, თორემ ისე, ღმერთმა არ გაუჭირვოს, კიდევ უამრავი შანსი ექნება და კიდევ უამრავს გააკეთებს კარიერაში ღმერთით. უდიდესი წარმატებები ტიტულები და აღიარება ჯერ კიდევ წინაა კვარას კარიერაში.
სხვგვარად კვარა ვერ გაიზრდება
ეს შეცდომები ბევრ რამეს ასწავლის