ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები დასრულდა. გაირკვა ოთხივე ნახევარფინალისტი - მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "მილანი" და "ინტერი".

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში "როსონერისთან" 1:2 დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

მიუხედავად "მარადონაზე" 1:1-ისა, ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს 10 წარმატებული დრიბლინგი და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი აჩუქა, რის შემდეგაც, სავსებით დამსახურებულად, განმეორებითი შეხვედრების საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

Sportall.Ge

ხვიჩასთან ერთად არიან:

მეკარე - ტიბო კურტუა ("რეალი")

მცველები - ფედერიკო დიმარკო ("ინტერი"), რუბენ დიასი ("მანჩესტერ სიტი"), ედერ მილიტაო ("რეალი"), დანი კარვახალი ("რეალი")

ნახევარდაცვა
- იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი"), ფედერიკო ვალვერდე ("რეალი"), როდრიგო ("რეალი")

თავდასხმა - ლაუტარო მარტინესი ("ინტერი")
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს არ არის ოფიციალური სიმბოლური… ჩემპიონთა ლიგის ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა თერთმეტეული სადაც ლეაო არის კვარას ადგილზე. ობიექტურობისთვის ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ამ სიმბოლურს ეს ერთ-ერთი სტატისტიკური საიტის სიმბოლურია, რაც ცალსახად კარგია, რომ კვარას არაერთი მცდელობა დააფასეს.
ზურა
21 აპრილი 2023 11:13
0
5ფეხბურთელი მადრიდის რეალიდან და არცერთი მილანიდან...? ცოტა არ იყოს და ლს გავს ეს შერჩევა.
გელა
21 აპრილი 2023 08:36
2
ისა უკაცრავად ლეაო და კალაბრია თქვენთანაც არ ჩანს თუ მარტო მილანის ფანებს უჩვენბს ?
გელმეზა
21 აპრილი 2023 03:46
2
4 გოლი გაუტანა რეალმა ჩელსის ორ თამაშში და 4-ვე საგოლე პასი ვინისიუსმა გააკეთა თუ არა ოთხივეში მონაწილეობდა და რატომ ვერ მოხვდა მანდ ვერ გამცემთ პასუხს?
ვინი
20 აპრილი 2023 22:32
9
ნეტა ვინ შეადგინა ეგ გამოკითხვა. ლეაოს რომ არ შეიყვან, მთელი ნაპოლი მოატყუა, პენალი გამოიმუშავა.ტენდეციურია მთლიანად.
1408
20 აპრილი 2023 18:46
22
ვისაც უნდა შეეფასებინა,მათ შეაფასეს და სათანადოდ დააფასეს კიდეც.პენალტიც რომ გაეტანა,8 ქულასაც დაუწერდნენ,ალბათ.ახლა მაინც გაჩუმდებიან,მავანნი?
სოსო
20 აპრილი 2023 15:41
3
ჰაა, სად ხართ გარეულო და შინაურო ჩვენს ოქრო ბიჭ კვარაზე ჩასაფრებულებო? პენალტის აცილების მიუხედავა არის თუ არა ხვიჩა ჩ/ლ სიმბოლურ ნაკრებში? (სხვათაშორის, პენალტებსაც დიიიდი ფეხბურთელები აფუჭებენ.) დააყენეს თუ არა, იმ სამივე თამაშის შემომქმედ რაფა ლეაოზე წინ? დააყენეს და ამითაც აღიარეს ორივე გუნდში ჩვენი ოქრო ბიჭის, ხვიჩას სიდიადე. წინ იარე მუდამ თავაწეულმა ახალი სიმაღლეების ასაღებად და არასოდეს არ დაგავიწყდეს, შენი სისხლის და ხორცის, დიდი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: "ჰეი შენ, მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარის პირად შობილო, არ გაჯობონ მსოფლიოს უდიდეს მდინარის პირად შობილმან."
მალხაზ ჯობავა
20 აპრილი 2023 15:20
4
ეს ყველაფერი პირველ სეზონში მოახერხა 9 თვის წინ ბათუმში თამაშობდა
გამოფხიზლდით
20 აპრილი 2023 13:43
3
ერთერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა კარიერაში. სამწუხაროა,რომ დამაგვირგვინებელ ეპიზიდებში არ გაუმართლა.
ჯუჯი
20 აპრილი 2023 13:27
1

სიახლეები პოპულარული