"წიტაიშვილს ნდობა სჭირდება - ვიცით, ქართველები ემოციურები არიან" - კიევის "დინამოს" მწვრთნელმა გიოზე ისაუბრა

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მისი კარიერა სასურველად არ განვითარდა. კიევის "დინამოდან" "ლეხში" იჯარით გადასულს თამაში არ უწევს, უკრაინული გუნდიც მისი დაბრუნების სურვილს არ იჩენს, თუმცა შეიძლება მალე ყველაფერი შეიცვალოს. "დინამოს" 77 წლის რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ საოპერაციოა. არაა გამორიცხული, საერთოდ აღარ დაუბრუნდეს სამუშაოს და გუნდი იგორ კოსტიუკმა ჩაიბაროს, რომელიც 5 სეზონის განმავლობაში ამავე კლუბის 19-წლამდელების თავკაცია.
კოსტიუკის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელებმა, სადაც წიტაიშვილი ასპარეზობდა, ჭაბუკთა პირველობა მოიგეს და თავი უეფას ლიგაზე წარმოაჩინეს. კოსტიუკმა განაცხადა, რომ უეფას PRO ლიცენზია
მიიღო და უმაღლეს დონეზე სამუშაოდ მზადაა. მან წიტაიშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

- გიო წიტაიშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ავანსები ვერც უკრაინაში გაამართლა და ახლა ვერც პოლონეთში. რა არის ამის მიზეზი?
- ფსიქოლოგია, მწვრთნელის ნდობა. ეს ყველაფერი დამრიგებლის ფეხბურთელთან მუშაობის დონეზეა. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ემოციურები არიან. გიო ამის ნათელი მაგალითია. მწვრთნელმა შეგირდთან საერთო ენა უნდა გამონახოს. ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა გაისარჯოს. დაემორჩილოს გუნდურ მოქმედებას და შედეგზე იმუშაოს.

"ანდერლეხტთან" მატჩის წინ გიოსთან საუბარი მქონდა. ავუხსენი, რომ მთელი 90 წუთი თამაშს ვერ გაუძლებდა (იმ შეხვედრამდე ორი დღით ადრე U-21-ში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მთელი მატჩი ჩაატარა). მეორე ტაიმში გაძლიერებას ვსაჭიროებდით. აუცილებელი იყო სიახლე და შემოქმედებითობა. გიო ჯოკერი უნდა გამხდარიყო. "ანდერლეხტთან" უეფას ჭაბუკთა ლიგის მატჩში წიტაიშვილი შეცვლაზე მაშინ შემოვიდა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, საჯარიმოდან გაიტანა, თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა იქონია და გარდატეხა მოახდინა.

მომზადებულია ua.tribuna-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ენდო სვანაძე და გუნდის ერთერთი ლიდერია :)
ზურა
28 ივნისი 2023 09:27
0
ავსტრია მოუხდებოდა გიოს, ნიჭიერი მშრომელი ბიჭია, ეს პოლონეთი ჭაობად იქცა ჩვენი ფეხბურთელებისთვის, არც უკრაინაში თამაში ამართლებს
მიხო
21 აპრილი 2023 08:58
0
გალანდია უნდა ამას,ზუსტად ამის სტილია.პოლონეთები და ჩეხასლავაკია არ გვინდა
რეზო ძოძუაშვილი
21 აპრილი 2023 04:15
1
რა კიევი, მორჩა ეს რუსეთები და უკრაინები დავასრულოთ რა, ომი აქვთ მითუმეტეს ხოცავენ ერთმანეთს. ჟილ ვისენტეშიც არ ათამაშებენ დავიჯერო? სადაც აბურჯანია ჰყავთ გუნდში წიტაიშვილს ძეგლი უნდა დაუდგან
უვიცი
21 აპრილი 2023 00:34
5
შენ თუ წიტაიშვილის ძეგლთან არ გაცეკვო )))
აბურჯა
21 აპრილი 2023 03:28
1
ძალიან ძლიერია და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ თავისი მწვრთნელი და თავისი გუნდი უნდა იპოვოს
10
20 აპრილი 2023 23:25
1
ეს კიევის დინამოც აღარაა ფორმაში...
ლაშა
20 აპრილი 2023 19:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული